23
თებ
2018

Apple-ის სათვალე სტივ ჯობსის სტილში !​

23 თებ 2018

სტივ ჯობსს რომ Apple-ის ახალი პროდუქტი ენახა, უდავოდ კმაყოფილი იქნებოდა და მას თავადაც მშვენივრად მოირგებდა. კომპანიამ მთავარი აღმასრულებელი დირექტორის სახასიათო ვიზუალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარი, მზის სათვალე შექმნა. მინიმალისტური სტილის, მოდური, დახვეწილი, თანაც iPhone-ის ფერებში შექმნილი ახალი პროდუქტი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და საზოგადოებაშიც უკვე საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს. კრიტიკოსები არ გამორიცხავენ კომპანიის მხრიდან სათვალის განვითარების ალბათობას და მისთვის სხვადასხვა საინტერესო ფუნქციის დამატების შესაძლებლობასაც.

განხილვა