in ,

რატომაა მიუღებელი სექს-სათამაშოების რეკლამა? – Dame&Unbound-ის კამპანია

“დადასტურებულია თუ უარყოფილი?” – ამ გზავნილით სექს-სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ Dame Products და სექსუალური ჯანმრთელობის პროდუქტების მწარმოებელმა Unbound, Facebook-ის ოფისის წინ, საპროტესტო აქცია მოაწყეს. ორგანიზატორებს სურდათ საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ იმისკენ, თუ რამდენად შერჩევითია სარეკლამო განთავსება. სპეციალურად კამპანიისთვის, შეიქმნა პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ და გამოიცნოთ, კონკრეტული რეკლამის განთავსება სოციალურ ქსელებში თუ გარე რეკლამაზე დაადასტურეს თუ უარყვეს. Dame-მა ნიუ-იორკის მეტროს უჩივლა სექს-სათამაშოების რეკლამის დაბლოკვის გამო. კომპანიის განცხადებით, თუკი დაშვებულია მამაკაცებისთვის საინტერესო ინტიმური პროდუქტების რეკლამა, იგივე პრინციპი უნდა მოქმედებდეს ქალებისთვისაც. აქციის ფარგლებში, გამოკითხეს გამვლელებიც, რომლებსაც უნდა გამოეცნოთ, კონკრეტული რეკლამა სარეკლამო არხებმა დაადასტურეს თუ უარყვეს.

ACAG-ის სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობიდან დასაქმებამდე! – სალომე წიქვაძის შემთხვევა

კარტოფილისა და ხორცის ზღაპრულ სამყაროში