in

მალე Spotify-სა და Canva-ზე ChatGPT-შივე მიიღებთ წვდომას — OpenAI-მ ჩეტბოტში ახალი აპლიკაციები ჩააშენა

Lenovo
Lenovo

OpenAI დეველოპერებს ახალ გზებს სთავაზობს ChatGPT-ში აპლიკაციების შესაქმნელად — ორშაბათიდან ისინი წვდომას მიიღებენ ისეთი კომპანიების ინტერაქტიურ აპლიკაციებზე, როგორებიცაა Booking.com, Expedia, Spotify, Figma, Coursera, Zillow და Canva. ამასთან ერთად, Apps SDK-საც უშვებს, ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც დეველოპერებს აპლიკაციების შექმნაში დაეხმარება. 

გვინდა ChatGPT შესანიშნავი გზა იყოს ადამიანებისთვის, რათა პროგრესირდნენ, გახდნენ მეტად პროდუქტიულები, ინტუიციურები, ისწავლონ სწრაფად და გააკეთონ ნებისმიერი რამ, რაც მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს. ChatGPT-ის ეს სიახლე ახალი თაობის აპლიკაციებს შემოგვთავაზებს, რომლებიც ინტერაქტიურია, ადაპტაციაც შეუძლია და პერსონალიზებაც, — განაცხადა სემ ალტმანმა DevDay 2025-ზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, აპლიკაციების ჩეტბოტში დამატება საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ყოველდღიურ საუბრებში მოიხმონ მესამე მხარის ხელსაწყოები, რითაც დეველოპერთა გამოცდილებაც უმჯობესდება. უბრალოდ აპლიკაციების სახელის ChatGPT-ში დაწერით, მათ სხვადასხვა სერვისებიდან კონტენტის წამოღება შეეძლებათ, მაგალითად: Figma, გადააქციე ეს სკეტჩი სამუშაო დიაგრამად ან Coursera შეგიძლია მანქანური სწავლების შესახებ მომიყვე?.

აღსანიშნავია, რომ ჩეტბოტი თავადაც შესთავაზებს მომხმარებლებს კონკრეტულ აპლიკაციებს — თუ მომხმარებელი წვეულებისთვის ფლეილისტის შედგენას მოსთხოვს, იგი Spotify-ს მოუხმობს…

Travel eSIM – ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის, საზღვარგარეთ კავშირზე ყოფნა სულ 4 დაწკაპუნებაში

როცა თქვენი საოცნებო მანქანა მეზობლის ეზოში დგას… — Citroën-ის კამპანია