in

გამორჩეული ბრენდის შესაქმნელად ლეგენდა გამოიგონეს

კონკურენციით სავსე ინდუსტრიაში გამორჩეული ადგილის დამკვიდრება ინდივიდუალური შეხების წერტილების პოვნას ეხება. პერსონალიზებული მიდგომა კი ნებისმიერი გამოწვევის პასუხია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრენდს უნიკალური იდენტობა უნდა ჰქონდეს და Aprici ამის მშვენიერი მაგალითია. 

BOG
BOG

თუმცა აქ მხოლოდ ბრენდინგს კი არ გვთავაზობენ, სახელიც თავადვე შექმნეს და ლეგენდაც ააგეს მის ირგვლივ. ფოტოები ცოტათი ფიფქიას სიუჟეტს კი მოგაგონებთ, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავი უნდა მოგიყვეთ — მითიური ქალღმერთი Aprici გამოიგონეს, რომელიც არაჩვეულებრივ ძალას ფლობდა, ისეთს, რომლითაც სრულიად უკაცრიელ მიწაზე სინათლისა და სითბოს შეტანა შეეძლო. მისი შეხება სამოთხედ აქცევდა ყველაფერს და ხეებს მოსავლით ავსებდა, სწორედ ამ ნაყოფისგან შეიქმნა საოცარი სასმელი და Aprici ეწოდა… 

თუმცა მათი მოგზაურობა სთორითელინგით არ მთავრდება, ლეგენდის შეგრძნება ბრენდინგის თითოეულ ასპექტში გადმოიტანეს, დაწყებული თავდაპირველი კონცეფციიდან საბოლოო შეფუთვის დიზაინამდე, თითოეული ელემენტი ბრენდის ამბავს ჰყვება. სურთ, სითბო და ქალღმერთის დიდებულება გადმოგვცენ, ყოველი დეტალი, ფერი თუ ტექსტურა ბრენდის მითიურ წარმოშობაზე მიგვანიშნებდეს.

მეტიც, ფიქრობენ, რომ პერსონალიზებული ნარატივით მხოლოდ ბრენდს კი არ შექმნიან, არამედ გამოცდილებებს, რომლებიც ადამიანების გონებაში დაიმკვიდრებს თავს… 

Aprici-ზე Wedo Creative Solutions-მა იმუშავა, სააგენტომ, რომელსაც სწამს, რომ თითოეული პროექტი ახალი თავგადასავალია, ახალი ამბავი, რომელიც ელოდება, როდის მოჰყვებიან. ამგვარად, მათთვის ყოველი ბრენდი ახალი ლეგენდაა… 

Google-ის დიზაინერები Pixel-ის 6 გამორჩეულ ელემენტს გვაცნობენ

კვლევა: ნაღდ ფულსა და ლოიალობის ქულებს მომხმარებელი სხვადასხვანაირად ხარჯავს