ხშირად გვითქვამს, რომ ქართველი მარკეტერები და პიარ მენეჯერები კარგად ვერ იყენებენ “თარიღებს”. ამჯერადაც ასე მოხდა თუ უკბილო Facebook ხუმრობებს არ ჩავთვლით დიდი კრეატივით ეს დღე საქართველოში არ გამოირჩეოდა.
ერთადერთი “გამონათება” რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ იყო სტუდია რეალითის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილი ფლაერების გავრცელების აქცია. (თუ სხვა მასალებიც გაქვთ მოგვაწოდეთ). სარეკლამო კომპანიამ დაამზადა ფლაერები, რომლებიც ერთი შეხედვით საჯარიმო ქვითარს გავს.
“ჯარიმის” მეორე მხარეს კი უკვე სანტექნიკური სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის რეკლამაა განთავსებული.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კამპანიის იდეა და შესრულება კრეატიულია. ეს რომ ჩვეულებრივი ფლაერი ყოფილიყო მას 2-3 წამში ნებისმიერი მძღოლი გადააგდება.
გაგვიზიარეთ თქვენი კომენტარები და შეაფასეთ კამპანია