in

Aprilia RS 457 — უახლესი მოტოციკლი და მისი შესაძლებლობები

Aprilia-ს დიდი სიახლე აქვს — გვთავაზობს მოტოციკლს, რომელიც ახალ საბაზრო სეგმენტზეა გათვლილი! იტალიური მოტოციკლების მწარმოებელი ბრენდი თავის სპორტულ ოჯახს უახლესი მოდელით ამდიდრებს — RS 457. ეს არის ახალი თაობებისა და მომავლის ბაზრებისთვის განკუთვნილი მოტოციკლი, ტექნოლოგიური და სტილისტური ელემენტებით გამორჩეული…

როგორც თავად ბრენდი განმარტავს, ორცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი Aprilia RS 457 იმ ადამიანებზეა მორგებული, ვისაც ნამდვილი სპორტული გამოცდილება იზიდავს. ბუნებრივია, ის ლეგენდარულ RS დიაპაზონს მიჰყვება — სუპერსპორტულ ხაზს, რომელმაც მოტოციკლების ისტორიაში სრული რევოლუცია მოახდინა. კონკრეტულად ამ მოდელის განსაკუთრებული უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ საოცრად მსუბუქია და მაქსიმალურადაა დაცული სიმძლავრე-წონის თანაფარდობა. თანაც მისი ტარება A2 ლიცენზიითაა შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოტოციკლი მართვის სიმარტივისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის იდეალურ სინთეზს წარმოადგენს.

თავის მხრივ, Aprilia-მ დაბალი განათების პირობებში და ღამით სიარულის ფაქტორიც გაითვალისწინა; ამიტომაც, RS 457-ს უფრო დიდი სუპერ სპორტული მოტოციკლებისთვის დამახასიათებელი LED წინა ფარები აქვს. რაც შეეხება ეკრანს, ის ელეგანტური და პრაქტიკულია, TFT ინსტრუმენტთა კლასტერს აერთიანებს; ხოლო საჭის მართვის ღილაკი განათებულია.

Aprilia RS 457 უახლესი, თხევადი გაგრილების მქონე, პარალელური ორცილინდრიანი ძრავით იკვებება. ორმაგი გამანაწილებელი ლილვის დროით და ოთხი სარქვლით თითო ცილინდრზე, აწვდის 35 კვტ სიმძლავრეს, რაც მაქსიმუმია მოტოციკლისთვის, რომლის ტარებაც მართვის მოწმობის A2 ლიცენზიით შეგიძლიათ. ამავდროულად, Ride by Wire სისტემა ძრავას სამი ტარების რეჟიმით მართავს, რომლებიც სიმძლავრის, ბრუნვისა და წევის კონტროლს არეგულირებს.

Aprilia RS 457 ხელმისაწვდომია სამ ფერში: Racing Stripes, Prismatic Dark და Opalescent Light.

მთლიანობაში, ეს სპორტული მოტოციკლი ბაიკერების ფართო სპექტრისთვისაა შექმნილი და სრულად იზიარებს Aprilia-ს ტრადიციას. აღნიშნული მოდელის შეძენას კი საქართველოში „პიტსტოპ მოტოში“ შეძლებთ, როგორც ბრენდის ადგილობრივი წარმომადგენლის — ამ კონკრეტული მოდელის ნახვას უკვე მაისის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი, ღირებულება კი დაახლოებით 21 000 ლარი იქნება.

[R]

LinkedIn-ს ვიდეოების ჩანართი ემატება

Lamborghini-მ ლოგო განაახლა — ევოლუცია რევოლუციის ნაცვლად