„აქსელმა” (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელმა), ლიბერთის მხარდაჭერით, მორიგი საინვესტიციო შეხვედრა გამართა, რომელსაც ინვესტორები და სტარტაპები ესწრებოდნენ.
დღეის მონაცემებით, „აქსელი” 50-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ინვესტორს აერთიანებს. მისი მიზანი ქართული სტარტაპების, ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა და ეკოსისტემის გაძლიერებაა. Grant Thornton Georgia-სთან სტრატეგიული პარტნიორობით, ამ ქსელში შემავალ წევრებს უფასო იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურება ეკუთვნით.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აქსელის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავისთავად პირდაპირ “ჭკვიანი ფულის” ინვესტირებას გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ანგელოზი ინვესტორობის კულტურის განვითარებაში საქართველოში“, – გური ქოიავა, აქსელის თანადამფუძნებელი.
,,ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ მიზანს ინოვაციური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მოძიება და მხარდაჭერა წარმოადგენს. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოში ინოვაციებს, ტექნოლოგიებსა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წაახალისებს“, – თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ლიბერთი ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნელოგიების სააგენტო (GITA), Tegeta ჰოლდინგი, და Grant Thornton. აქსელის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ბმულზე.
სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით.
[R]











