7
ივლ
2016

აქსესუარები, რომლებიც პაპარაცებისგან დაგიცავთ – Access All Brands–ის კრეატიული გადაწყვეტილება

7 ივლ 2016

რთულია გამოეპარო ცნობისმოყვარე ადამიანებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცნობადი სახე ხარ და ყველა ფეხის ნაბიჯზე პაპარაცები დაგდევენ. თუმცა, როგორც იქნა გამოსავალი გამოჩნდა. ექსკლუზიურ მოდურ ბრენდ Access All Brands–ს არასასიამოვნო, მოულოდნელი ფოტოებისგან თავის დახსნის არაჩვეულებრივი გამოსავალი აქვს. სპეციალური მატერიისგან დამზადებული კაშნე, ტელეფონის ჩასადები და ჰალსტუხი flash–ით გადაღებულ ფოტოზე სახეებს აქრობს.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

 

სპეციალურ მატერიაზე მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალგაზრდა ნიდერლანდელმა დიზაინერმა საიფ სიდიკმა თავის მეგობრებს ღამით ველოსიპედების გვერდით სურათი გადაუღო. დისკებზე მიმაგრებულმა სანათმა flash–ი აირეკლა და ფოტოზე ადამიანების სახეები დაფარა.

6 წლიანი მუშაობის შედეგად, როგორც იქნა სტილი ტექნოლოგიასთან გაერთიანდა და მივიღეთ ძალიან სასარგებლო პროდუქტი. ნივთების ფასი დაახლოებით 60–დან 350 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს, შეძენა კი პირდაპირ საიტიდან შეგიძლიათ.

ერთი ასეთი დახვეწილი, მოდური და რაც მთავარია სასარგებლო კაშნე ნამდვილად ყველა ცნობილ სახეს უნდა ჰქონდეს კარადაში.

განხილვა