in

შექმნეს წყალქვეშა Wi-Fi სისტემა, რომელიც ლაზერების გამოყენებით მუშაობს

უსადენო კავშირის გამოყენების მაგალითები ჩვენს ყოველდღიურობაში მრავლადაა, მათ შორის, ვიყენებთ Wi-Fi-საც. თუმცა, მაღალსიჩქარიანი უსადენო კავშირის დამყარება ისეთი მედიუმის გავლით, როგორიც წყალია, გამოწვევას წარმოადგენს. საუდის არაბეთში, King Abdullah-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (KAUST) მკვლევარებმა შექმნეს Wi-Fi სისტემა, რომლის გამოყენებითაც წყალქვეშ Wi-Fi-ით სარგებლობაა შესაძლებელი. ამ სისტემას აქვს პოტენციალი წყალქვეშა მონაცემთა ცენტრებთან უწყვეტ კავშირში დაგვეხმაროს. შესაბამისი კვლევა, გასულ თვეს, IEEE Spectrum-ში გამოქვეყნდა.

KUAST-ის მკვლევარებმა წყალქვეშა Wi-Fi გამოწვევა შემდეგი გზით დაძლიეს – მათ გამოიყენეს მარტივი, უკვე არსებული მოწყობილობები, როგორიცაა მინიკომპიუტერი Raspberry Pi, რომელმაც მათ შემთხვევაში მოდემის როლი შეასრულა. მათ მინიკომპიუტერი და უკვე როუტერი Raspberry Pi უსადენო სტანდარტების – 802.11 შესაბამისობაში მოიყვანეს, რითაც მოწყობილობას გლობალურ (თანამგზავრულ) ინტერნეტქსელებთან დაკავშირება შეუძლია.

Raspberry Pi ატარებს გამოთვლებს, რომლებიც საჭიროა სტანდარტული უსადენო სიგნალის გარდასაქმნელად. გარდაქმნილ სიგნალს კი შესწევს ძალა ოპტიკურად, ლაზერის დახმარებით გადაიცემოდეს. სიგნალი მოდის ჰაერის გავლით, მაგალთად, ოკეანის ზედაპირამდე, რომელსაც Pi გარდაქმნის და წყლისქვეშეთისკენ მიმართავს. ხოლო ინფორმაციის/მონაცემთა მიმოცვლისთვის ის ლურჯ და მწვანე ლაზერებს იყენებს. თავის მხრივ, ლაზერები წყალქვეშ განთავსებულ მიმღებებამდე აღწევს. შედეგად, წყლის ქვეშ, პრაქტიკული ტრანსფერის მაქსიმალური მაჩვენებელი 20 მეტრის დისტანციაზე, 2.11 მეგაბაიტი წამში სიჩქარეა.

მკვლევართა გუნდმა სისტემა Skype ვიდეოზარისთვის გამოცადა, ასევე, ფაილების მიმოცვლის მიზნით, თუმცა, მათ ცდისას Raspberry Pi გადაწვეს, როცა იყენებდნენ ლაზერებს, რომელიც ამ მინიკომპიუტერის შესაძლებლობებზე მაღლა იდგა. მათი თქმით, ამის გამოსწორება ოპტიკური მოდელის შეცვლითაა შესაძლებელი. კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ე.წ. Aqua-Fi ქსელის ტექნოლოგიასთანაა კავშირში არის იმ ოპტიკურ ვარიაციებთან გამკლავება, რომელსაც წყალქვეშა მოძრაობა იწვევს.ამ პრობლემების გადასაჭრელად გუნდმა რამდენიმე მიმართულებით იმუშავა. მათ შორის, მათ შექმნეს ორი ლაზერისგან შემდგარი სისტემა, საიდანაც ერთ-ერთი უფრო მყარ მონაცემთა მიმოცვლაზეა ორიენტირებული, იმ შემთხვევაში, თუ რამე მიზეზით კავშირი შეფერხდება. ამის გარდა, ისინი ფიქრობენ წყალქვეშ რამდენიმე მიმღების განთავსებას, რომელზეც, ლაზერების დახმარებით, წყალქვეშა Wi-Fi-ს, შესაბამისი როუტერი გაავრცელებს.

5 გზა, თუ როგორ შევეგუოთ სამსახურის დაკარგვას

რას გვასწავლის მენეჯმენტის იაპონური ფილოსოფია „კაიზენი“ ჩვენი ბიზნესის უწყვეტად განვითარებისთვის ?!