in ,

“კობი”! – კომპანია „აქვა გეო“ გაზირებულ მინერალურ წყალს უშვებს

კომპანია აქვა გეო 2012 წლის დასაწყისში ბაზარზე „სნოს“ ბრენდით შემოვიდა და განვლილი პერიოდის განმავლობაში, ბაზარზე დაიმკვიდრა თავი. კომპანიამ 2018 წლის ივლისში დაასრულა ახალი ქარხნის მშენებლობა ყაზბეგის რაიონ, სოფელ კობში, სადაც უნიკალური თვისებების მინერალური გაზირებული წყლის წარმოება დაიწყო „კობის“ ბრენდის ქვეშ.

 

„საქართველო გვანებივრებს უნიკალური შემადგენლობის მინერალური წყლებით და ამ რესურსის გამოყენება აუცილებელია. ჩვენ კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯი გადავდგით და მომხმარებელს  გაზირებული მინერალური წყლის ახალი ბრენდი „კობი“ შევთავაზეთ. საწარმოს მშენებლობის პროცესი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში, მივაღწიეთ დასახულ მიზანს. უნიკალური წყაროს სათავე ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მდებარეობს, კავკასიონის მთებში, ყაზბეგის რაიონში. იგი აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტის ხარისხი შეესაბამებოდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეგულაციებსა და სტანდარტებს,“ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ.

„კობი“ ბაზარზე 2018 წლის 25 ივლისიდან გამოჩნდა. ეს არის გაზირებული მინერალური წყალი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი, ყველაზე სასარგებლო ოპტიმალური რაოდენობის მინერალებითა და გაზირების უნიკალური ტექნოლოგიით, რომელიც გაზირებული მინერალური წყლის დალევის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

წყლის ვიზუალურ კონცეფციაზე იმუშავა კრეატიულმა სააგენტომ Saatchi & Saatchi. ბოთლის ეტიკეტზე გამოსახულია კობის ხეობაში მდებარე მთები არასტანდარტული განლაგებით, რომლებიც წყლის ასოციაციასაც იწვევენ მომხმარებელში. რაც შეეხება ლოგოტიპს, მასზე გამოსახულია წითელ წრეში განთავსებული ვარსკვლავი: წრე გამოხატავს მინერალური წყლის სათავეს, რომელიც ბუნებრივი მინერალების გამო გაწითლებულია. შვიდქიმიანი ვარსკვლავი კი ახლის შექმნას აღნიშნავს და ქართული ბორჯღალის ანალოგია.

ნინო გვანცელაძე, “აქვა გეოს” მარკეტინგის მენეჯერი: „კობის“ თვისებები, განსაკუთრებული გემო და სირბილე განაპირობებს ბრენდის საკომუნიკაციო მესიჯსაც. იგი აერთიანებს ყველანაირ წყურვილს და ფორმირდება როგორც სლოგანი: „როცა სიცოცხლე გწყურია“. რგოლის სცენარის კონცეფციაც სააგენტო Saatchi & Saatchi-ს ეკუთვნის. სარეკლამო რგოლი კი სააგენტო CONTACT-მა შექმნა.”

DESIGN

Agency: Saatchi and Saatchi

Creative Director: Gvantsa Datuashvili

Designer: Natia Zedelashvili

TVC

Agency (Creative concept): Saatchi and Saatchi

Creative Director: Gvantsa Datuashvili

Agency (TVC shooting): CONTACT

Project: Kobi Mineral Water

Client: Aquageo

Project Manager: Nino Gvantseladze

Producer: Gogita Chikvaidze

Executive Producer: Tako Kerashvili

Director: Gogita Chikvaidze

DoP: Vigen Vartanov  ( Biba )

First AD: Ana Amashukeli

Focus Puller: Lasha Natradze

Sound Engineer: Giorgi Marevalshvili

Production Designer: Izy Baramidze

Production Designer Assistant: Nodar Natelashvili

Make Up Artist: Vera Bedeladze

Casting Manager: Mari Endeladze

Making of: Devi Devidze , Iura Abjandadze, Saba Margvelashvili.

Photographer: George Van De Kamp

Sound Design: Sound Lab

CG Artist: Shako Zoidze

SFX: Irakli Jojua

Color Correction: Vigen Vartanov ( Biba )

Voice: Lasha Murjikneli

Music: Sound Lab

Editor: Gogita Chikvaidze

[R]

Protected: რას ფიქრობენ უცხოელი ტურისტები საქართველოზე?! – ვიდეო კოპენჰაგენიდან

10 წელი აგვისტოს ომიდან! – ყაყაჩოს გულსაბნევები და ომგამოვლილი ქალების მინანქარში ნაპოვნი ბედნიერება!