in

Aqualia-ს ევროპული სტანდარტები „ჯივიპის” წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციისთვის

7 ივნისს „ჯივიპიმ”, მედიასთან და „სემეკის” წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაცია გამართა, რომელზეც წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული პროექტები წარმოადგინა. ჯივიპისა და მისი მფლობელის, ესპანური კომპანია Aqualia-ს მენეჯმენტმა, საზოგადოებას გააცნო მიღწეული შედეგები და უახლოესი გეგმები; აგრეთვე, ისაუბრა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელებისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის შესახებ.

დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებას გავაცანით ინფორმაცია ჩვენი საინვესტიციო პროექტების შესახებ. აქ საუბარი იყო იმ აქტივობებზე, რომლებიც უკვე დასრულდა, ან აქვს მიმდინარე სტატუსი და ვგეგმავთ, დავასრულოთ 2024 წლის ბოლომდე. 

ხაზი გავუსვით იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყალმომარაგების კუთხით; გვქონდა საუბარი უკვე დამდგარ შედეგებზე, რომლებსაც მივაღწიეთ ამ საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფარგლებში. ეს შედეგები საკმაოდ ეფექტურია, რადგან აღნიშნული პროექტების 95% უკვე მიმდინარე ან დასრულებული სტატუსის ქვეშ არის”, – გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.

ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, „ჯივიპის” გენერალური დირექტორი:

„ამ ტიპის შეხვედრების მეშვეობით, ვცდილობთ, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. გვსურს, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რა დგას იმ ყველაფრის უკან, რასაც ვაკეთებთ – იქნება ეს ინფრასტრუქტურა, მილსადენები თუ სხვა; იცოდეს, ვისთან შეუძლია კომუნიკაცია, რა ტიპის საკომუნიკაციო არხები არსებობს ჯივიპიში; იცოდეს, რას ვაკეთებთ, როგორი კამპანიები გვაქვს ცნობიერების ამაღლების კუთხით; ასევე, გვინდა, მომხმარებლები იცნობდნენ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერზე მუშაობენ.

საოპერაციო შედეგების გასაუმჯობესებლად, ჩვენ მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ უპრეცედენტო ინვესტიციების ჩადებას. ძალიან კმაყოფილნი ვართ, რომ უკვე გვაქვს წყლის მიწოდების მზარდი მაჩვენებლები; ასევე, გავზარდეთ წყალარინების საწმენდი ტექნიკის აღჭურვილობა; 2024 წელს 96%-თ შევამცირეთ წყალმომარაგების ქსელზე გარდამავალი ავარიების რაოდენობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეზარდა კომპანიის ეფექტურობა.

რა თქმა უნდა, გარკვეული გამოწვევები რჩება, თუმცა დროსთან ერთად ამ გამოწვევებს ვუმკლავდებით, ვცდილობთ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასა და შესრულების მაღალი ხარისხის ჩვენებას”. 

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, ჯივიპი Aqualia-სთან ერთად მუშაობს ევროპული მიდგომების ინტეგრირებაზე, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სერვისების ტექნიკურ დახვეწაზე. ამ აქტიური მუშაობის ფარგლებში, განხორციელდა ან პროცესშია რამდენიმე ძირითადი პროექტი:

  • ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მოდერნიზაციისა და სტაბილური ოპერირებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულების რეაბილიტაციაში ჯივიპი 7.2 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს;
  • წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სტაბილური და გამართული ფუნქციონირებისთვის ახლით იცვლება დანადგარები და ინფრასტრუქტურა, სატუმბო სადგურებზე კი მონტაჟდება ახალი ტუმბოაგრეგატები;
  • მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების 84 კილომეტრი სიგრძის მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია, რაშიც კომპანია 51 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს;
  • 13 მილიონ ლარამდე ინვესტიციით, სრულად აღიჭურვება და განახლდება ჯივიპის ავტოპარკი და სპეცტექნიკა;
  • ქსელში წყლის ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის, დამატებით ინერგება ევროპული სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე მოწყობილობები.

გარდა ინფრასტრუქტურული და საოპერაციო პროექტებისა, შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგია და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებიც. მათგან ერთ-ერთია კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია”, რომელსაც, მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში, საზოგადოებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

აღსანიშნავია ჯივიპის გეგმები დიგიტალიზაციის კუთხითაც – ახლო მომავალში კომპანია საზოგადოების წინაშე განახლებული ვებგვერდითა და მობილური აპლიკაციით წარდგება, რომლებიც მომხმარებლის საჭიროებებზე იქნება მორგებული და მას, პერსონალური სივრცის დახმარებით, მარტივად შეეძლება ელექტრონული სერვისებით სარგებლობა, იქნება ეს საკუთარი გადასახადების ნახვა, საჩივრის დაფიქსირება, კომპანიისთვის წერილის გაგზავნა თუ სხვა.

[R]

ალტაში გულშემატკივრობა ფასდება: გაამხნევე საქართველოს ნაკრები და მიიღე დამატებითი საჩუქრები

Leica-მ რეტრო ფოტოებისთვის აპლიკაცია გამოუშვა