in

Coca-Cola ახალ მინერალურ სასმელს უშვებს

Coca-Cola-ს ახალი უალკოჰოლო სასმელი ემატება – მინერალურ წყალს Aquarius ლაიმისა და ლიმონის გემო ექნება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გადაწყვეტილება უკოფეინო და უშაქრო პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის გამო მიიღეს.

BOG
BOG

სიახლის შესახებ უცხოური მედია წერს. მათი ინფორმაციით, Aquarius 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პარტნიორი იქნება.

„ვცდილობთ, მუდმივად განვაახლოთ ჩვენი პორტფოლიო, მომხმარებლებს კი სასმელების რაც შეიძლება ფართო არჩევანი და განსხვავებული გემოები შევთავაზოთ. ჩვენი ამბიციური გეგმების განხორციელებაში, გვქონდეს რაც შეიძლება დიდი არჩევანი, Aquarius მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“ , – აღნიშნა „კოკა-კოლას“ გენერალურმა მენეჯერმა ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჯონ ვუდსმა.

ახალ მინერალურ წყალს 400 და 900 გრამიანი ბოთლებში ჩამოასხამენ. ​Aquarius 2019 წლის მაისიდან ბრიტანეთში გაიყიდება.

აჭარის საიმიჯო ვიდეო გადამღებმა ჯგუფმა საკუთარი რესურსებით შექმნა

ebay-ზე ლადო გუდიაშვილის ნახატი 120 000 დოლარად იყიდება