in

აქვს თუ არა თქვენს სტრატეგიას ხერხემალი?

სტრატეგიის კონცეფციის შემუშავებაზე დახარჯული უამრავი დროის მიუხედავად, ის მაინც ამტკიცებს, რომ არც ისე კარგი იდეაა… პრაქტიკაში კი ხელმძღვანელებს სტრატეგიების განსაზღვრა და მათი გუნდებთან მიწოდება უჭირთ.

აღმასრულებელ დირექტორებს არ შეუძლიათ მარტივად გამოხატონ თავიანთი ბიზნესების მიზანი, მასშტაბი თუ უპირატესობები. ხოლო თუ მათ ეს არ შეუძლიათ, ამას ვერც სხვები მოახერხებენ, — ამბობენ დევიდ კოლისი და მაიკლ რუკსტადი თავიანთ სტატიაში. 

ახლა კი ის დოკუმენტი აღვწეროთ, რომელიც თქვენს სტრატეგიასა და უსასრულო კომუნიკაციებს შორის ხიდად შეგიძლიათ ჩათვალოთ და იგი უნდა ააშენოთ, რათა დაინტერესებულმა მხარეებმა მისი მხარდაჭერისას თავი კომფორტულად იგრძნონ. ამას სტრატეგიის ხერხემალსაც უწოდებენ, რადგან ის აღწერს თუ როგორ ითარგმნება სტრატეგია რესურსების კონკრეტულ ნაკადებად. ისევე, როგორც თქვენი ხერხემალი უზრუნველყოფს სხეულის მრავალი ნაწილის შეთანხმებულად მოძრაობას, სტრატეგიის ხერხემალიც დაინტერესებულ მხარეებს აჩვენებს თუ როგორ უნდა მოერგოს მას ყველა ნაწილი.

თუმცა სანამ სტრატეგიის ხერხემლის აშენებას დაიწყებთ, 5-6 წლისთვის მაინც, მიზნები, მასშტაბები და ძირითადი უპირატესობები უნდა განსაზღვროთ. კონკრეტული სავარჯიშო კი, რეკომენდირებულია მათთვის, ვინც სტრატეგიის შექმნაშია ჩართული, რათა მომავლის ისტორიაც დაწეროს. ეს ამბავი ისე უნდა მოჰყვეთ, როგორც მოწინავე გამოცემის აღფრთოვანებული რეპორტიორი მოჰყვებოდა თქვენი წარმატების ისტორიას…

როგორი იქნებოდა ეს სამყარო? რა გამოცდილებები ექნებოდათ მომხმარებლებს, რისთვისაც გადახდის სურვილიც გაუჩნდებოდათ? რომელი ეკოსისტემის პარტნიორებთან ითანამშრომლებდნენ? როგორი იქნებოდა გარემო თქვენი კოლეგებისთვის? თუ თქვენ მისიაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში იქნებოდით, რა ტიპის გავლენა გექნებოდათ და ვისზე? დარწმუნდით, რომ ის საკვანძო გადაწყვეტილებები და რესურსები განსაზღვრეთ, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გამოგადგებათ.

ამ პროცესში მოგიწევთ, გაიგოთ თუ რამ გამოიწვია ეს წარმატება ან რამ შეუშალა მას ხელი. ამ ყველაფრის შემდეგ კი თქვენი სტრატეგიის ხერხემლის დოკუმენტის შევსება შეგიძლიათ დაიწყოთ. 

სტრატეგიის ხერხემლის შექმნა

სტრატეგიის ხერხემლის დოკუმენტი 6 ნაწილისგან შედგება, ესენია:

  • შემოსავლის წყაროები: დღის ბოლოს, თუ თქვენ არ იცით, საიდან მოდის თქვენი კრიტიკული რესურსები, გამოდის, გამძლე სტრატეგიის შესაქმნელად ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელი. აქ ძირითადი კითხვაა, ვინ უნდა მოგაწოდოთ ფინანსები? რა მანქანებით? რა მიზეზებით? რომელი ბიზნესმოდელის გამოყენებით? ეს დოკუმენტის მთელ დანარჩენ ნაწილს აყალიბებს, ამიტომ, ამ ყველაფრის ზედმიწევნით გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია.
  • ძირითადი ვარაუდები: რომ განვმარტოთ, სტრატეგია, რომელსაც თქვენი ორგანიზაცია მომავალში გადაჰყავს, იმ სამყაროსთვის ემზადება, რომელიც ჯერ არ არსებობს. ხერხემლის ამ ნაწილში თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარაუდები უნდა ჩამოაყალიბოთ, რომლებსაც თქვენი შემოსავლის წყაროებთან დაკავშირებით გააკეთებთ. ტენდენცია, რომელსაც უნდა გაუძლოთ არის თავდაცვა თუ თქვენი ვარაუდები გამოწვევას დაემსგავსება. არ გაებათ მახეში, რათა მართალი იყოთ. ის, რაც უნდა გააკეთოთ, სწავლაა. 
  • ძირითადი მიზნები თქვენი დროის ჰორიზონტის მიხედვით: ჩამოაყალიბეთ ის მეტრიკა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება, განსაზღვრონ, მიაღწიეთ თუ არა პროგრესს დროის გარკვეულ პერიოდში, მაგალითად 5 წელში. ამ მეტრიკებს ისევ თქვენი შემოსავლის წყაროებიდან მიიღებთ. შესაძლოა, ისინი დროთა განმავლობაში შეიცვალოს, როცა თქვენს ვარაუდებს ცოდნად გარდაქმნით, მაგრამ, ამასთან, მათი წერილობით ჩამოყალიბებაც სასარგებლო იქნება. სხვა შემთხვევაში კი, ისეთ სამყაროში შეიძლება აღმოჩნდეთ, სადაც მიზნები მუდმივად ცვალებადია.
  • შემოსავლების შედეგები თქვენი დროის ჰორიზონტის მიხედვით: შემოსავლის წყაროების, ძირითადი ვარაუდებისა და მიზნების დადგენის შემდეგ უნდა წარმოაჩინოთ, რას ნიშნავს ეს შემოსავლების თვალსაზრისით. ამას სტრატეგია ქმნის, როცა თქვენთვის სასურველ დროის ჰორიზონტს აგნებთ. კონკრეტული დისციპლინა კი ყველაზე მეტად აღმოჩენაზე ორიენტირებულ დაგეგმვასთან არის დაკავშირებული, რომელშიც გაურკვეველ პირობებში გეგმაზე მუშაობამდე წარმატების განსაზღვრას გვირჩევენ.
  • აუცილებელი დამხმარე ინვესტიციები: შემდეგი ნაბიჯი კი იმ ინვესტიციების ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომლებიც შემოსავლის თითოეული პროვაიდერის სრული შეთავაზების შესაქმნელად სპეციფიკურია. თუ ტექნოლოგიებში ინვესტირება გჭირდებათ, იყიდეთ ფიზიკური აქტივი და მოიყვანეთ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა. რაც თქვენმა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გაიგონ, პოტენციურ შემოსავალსა და იმ ინვესტიციებს შორის კავშირია, რომელსაც დღეს აკეთებთ.
  • დამატებითი ინფრასტრუქტურული საჭიროებები: ამას გარდა, ზოგჯერ თქვენ ძირითადი ვალდებულებების აღება გჭირდებათ, რათა ნივთები თუ კონკრეტული საკითხები გააახლოთ. ეს ძველ მემკვიდრეობით სისტემებში ინვესტირება შეიძლება იყოს, ფიზიკური ინფრასტრუქტურის თანამედროვე ეპოქაში შემოტანა, ძველი აღჭურვილობის განახლება და სხვა. განსხვავება აქ იმ ნივთებსა თუ საგნებს შორისაა, რომლებიც, ზოგადად, მუშაობისთვის ან სტრატეგიის სპეციფიკური ნაწილისთვის გჭირდებათ. 

იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოიყურება რეალური ხერხემალი, მოდით, დიდი შესაძლებლობების მქონე ცნობილი კომპანიის მაგალითი განვიხილოთ. გასული წლის სექტემბერში Unilever-მა ახალი თავგადასავალი წამოიწყო და მას პოზიტიური სილამაზის ზრდის პლატფორმა უწოდა. ეს კომპანიის სტრატეგიის უფრო დიდი ნაწილია, რომელიც გამიზნულია უთანასწორობისა და გარემოს მდგრადობის საკითხების დასაკავშირებლად. მდგრადი ბრენდები კი უკვე კომპანიებისთვის მზარდ შესაძლებლობებს წარმოადგენს…

პლატფორმა სტარტაპერებსა და გაფართოების იდეებს აფინანსებს, რათა თვალი ადევნონ იმ ცვალებად გზას, რომლითაც ადამიანები ყიდულობენ, განსაკუთრებით იმ მექანიზმებით, რომლებიც სოციალურ კავშირებს მოიცავს. Grandview-ის კვლევამ აღმოაჩინა, რომ ყიდვის ეს მეთოდი დღეს დაახლოებით 474.8 მილიარდი დოლარი ღირს, მაგრამ იგი 2028 წლისთვის 3.4 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ასე რომ, ეს ვარიანტების ერთობლიობაში კლასიკური ინვესტიციაა, თანაც, უზარმაზარი პოტენციალით, რომელზე წვდომაც შეიძლება გქონდეთ…

საინტერესოა ისიც, რომ კონკრეტული ​​განყოფილების შემოსავალი 2019 წელს დაახლოებით 24.5 მილიარდი დოლარი იყო და იგი დღემდე განაგრძობს ზრდას… ცხადია, ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია შეხვდეს მომხმარებლებს ზუსტად იქ, სადაც იმყოფებიან. ეს კი ნაკლებად გვხვდება ისეთ პროდუქტებზე, რომლებსაც Unilever ყიდის. მართლაც, 2020 წელს Unilever-ის მთლიანი გაყიდვების 8% ელექტრონული კომერციის არხებზე მოდიოდა… ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტრატეგიის მომწიფების პერიოდში კომერციული ვაჭრობა გაყიდვების 10%-ს წარმოადგენს, ამან, შესაძლოა, შედეგად 2.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციებიც მოგვცეს.

დაბოლოს, როგორ უნდა გამოიყენოთ სტრატეგიის ხერხემლის დოკუმენტი? მასზე, როგორც ცოცხალ დოკუმენტზე, ისე უნდა იფიქროთ, რომელსაც მოქნილი სამუშაო პრინციპები სტრატეგიაშიც მოაქვს — შეგიძლიათ შექმნათ ერთი, ისწავლოთ მეტი, მიიღოთ უკუკავშირი და ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე განაახლოთ ისინი. ეს კი საშუალებას მოგცემთ, მარტივად დაინახოთ, როგორ ესადაგება შემოსავლისა და ინვესტიციების ნაწილები ერთმანეთს ან საერთოდ ესადაგება თუ არა… მსგავსად, ის წლიური მეტრიკა და მიზნობრივი პუნქტებიც შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელიც თქვენი საოპერაციო გეგმის ნაწილი გახდება ან შეცვალოთ გეგმა, როცა გაიგებთ, რა იქნება სიცოცხლისუნარიანი და რა, არა. 

წყარო: HBR



6 გზა, როგორ დავზოგოთ თანხა საზაფხულო მოგზაურობისას

AI ალგორითმმა სამეცნიერო ნაშრომი დაწერა