in

როგორ შევქმნათ AR რეკლამა Facebook-ისთვის?

თუ გაქვთ მცირე ბიზნესი, რომელიც ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები ან, უბრალოდ, გაინტერესებთ Augmented Reality და მისი გამოყენება Facebook Ads-ში, მიჰყევით ამ მარტივ ნაბიჯებსს თქვენი რეკლამის შესაქმნელად.

შექმენით და გამოაქვეყნეთ Facebook AR რეკლამის ფილტრი Spark AR Hub-ზე

გადადით SparkAR Hub-ზე და გამოაქვეყნეთ ლინზა ისე, როგორც ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე. ერთადერთი ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი იქნება Facebook Ads-ის არჩევა, Facebook or Instagram-ის ნაცვლად. დაელოდეთ დამტკიცებას და შემდეგ გააგრძელეთ.

მას შემდეგ, რაც პლატფორმად Facebook Ads-ს აირჩევთ, შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი საექსპორტო ფაილი და დანარჩენი ინფორმაცია შეავსოთ: ეფექტის საექსპორტო ფაილი, ეფექტის სახელი, მფლობელი, ინსტრუქცია და დემო ვიდეო.

როგორც ხედავთ, ატვირთვის პროცესი ოდნავ უფრო ადვილია, ინსტაგრამთან შედარებით, რადგან ის ნაკლებ ინფორმაციას მოითხოვს. ფილტრის ატვირთვის შემდეგ, უნდა დაელოდოთ 10 სამუშაო დღეს (ან ნაკლები) რათა Facebook-მა დაამტკიცოს ფილტრი, სანამ შემდეგ ეტაპზე გადახვალთ.

შექმენით Facebook სარეკლამო კამპანია Facebook Ads Manager-ზე

შემდეგ, შეგიძლიათ შექმნათ Facebook სარეკლამო კამპანია,Facebook Ads Manager-ის მეშვეობით, ისევე, როგორც ჩვეულებრივ ქმნით რეკლამას Facebook-ზე.
AR რეკლამისთვის შემდეგი მიზნები შეგიძლიათ დაისახოთ: ბრენდის ცნობადობა, მოძრაობა, კონვერსიები, მიღწევა.

შემდეგ, მიუთითეთ აუდიტორია და ბიუჯეტი

აუდიტორიისა და ბიუჯეტის არჩევა, Facebook-ის ნებისმიერი სარეკლამო კამპანიის მიხედვით შეგიძლიათ.

დააყენეთ და დაამატეთ AR გამოცდილება

ეს ეტაპი ოდნავ განსხვავდება სხვა რეკლამებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივ ქმნით. ეს გახლავთ გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც უნდა შექმნას. ამისათვის, მონიშნეთ ველი Instant Experience > დააწკაპუნეთ AR გამოცდილებაზე > აირჩიეთ შაბლონის გამოყენება > აირჩიეთ Facebook რეკლამის გამოსაყენებელი AR ეფექტი > შემდეგ, დამტკიცებული/აქტიური ფილტრი ჩამოსაშლელი ოფციის ქვეშ Effect > აირჩიეთ ნაგულისხმევი კამერა > დაამატეთ CTA > გადახედეთ თქვენი AR რეკლამები თქვენს მობილურ ტელეფონზე > დააწკაპუნეთ Done-ს!

დაამატეთ კონტენტი და მედია

მედია: დაამატეთ დემო ვიდეო თქვენი აუდიტორიისთვის, რათა დაინახოს, როდის გამოჩნდება რეკლამა მათ არხზე. ეს გაუძღვება მომხმარებელს და დაეხმარება გაიგოს, თუ როგორ გამოიყენოს ფილტრი თავად. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ შეტყობინება ან სხვა დამხმარე გზა, რომელიც შეესაბამება თქვენს კამპანიას. დააჭირეთ ვიდეოს დამატებას მედია განყოფილებაში. აირჩიეთ ან ატვირთეთ თქვენთვის სასურველი ვიდეო და დააჭირეთ გაგრძელებას.

კონტენტი: ჩაწერეთ სარეკლამო ტექსტი, რომელიც გსურთ გაუზიაროთ აუდიტორიას. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ტექსტის გადაფარვის 2 ვარიანტი, რომელიც თქვენს აუდიტორიას უბიძგებს გამოიყენოს ფილტრები, როდესაც თქვენს რეკლამას ხედავენ.

დაასრულეთ და გადახედეთ

ყველა ნაბიჯი, რომელიც მოიცავს Facebook AR ფილტრს, უკვე დასრულებულია. ყველაფერი, რაც თქვენ ახლა გჭირდებათ არის დაასრულოთ დანარჩენი თქვენი რეკლამის პარამეტრები ჩვეულებრივი Facebook Ads-ის მიხედვით მიყვეთ და გამოაქვეყნოთ. დაელოდეთ რეკლამის დამტკიცებას, დასრულების შემდეგ, თქვენი აუდიტორია შეძლებს გამოიყენოს და გააზიაროს ობიექტივი. Facebook-ზე ეს სრულად ინტეგრირებული ფუნქცია მნიშვნელოვნად ამარტივებს AR ფილტრის გაშვებას თქვენი აუდიტორიისთვის და ამავე დროს, საშუალებას გაძლევთ გადაიყვანოთ თქვენი აუდიტორია ვებგვერდზე, რათა დაასრულოთ სავაჭრო გამოცდილება. შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ რიცხვებს, ჩვეულებრივი Facebook რეკლამის მიხედვით და გამოთვალოთ ფილტრის ROI გაყიდვების კუთხით.

მას შემდეგ, რაც შეიმუშავებთ და გამოაქვეყნებთ Facebook AR-ის რეკლამას, დაგჭირდებათ საზომი, რომლითაც მიხვდებით, ურთიერთობენ თქვენი მომხმარებლები თქვენს რეკლამასთან, რათა დაადგინოთ წარმატების ფაქტორები და პოტენციური გაუმჯობესების შესაძლებლობები.

 

წყარო: linkedin

„ახალი საირმე“ „არტგენს“ უმასპინძლებს

სითი მოლი – შოპინგის საუკეთესო გამოცდილება