კამპანია “F**k plastic bottles” არც საახალწლოდ ისვენებს, პირიქით, უფრო აქტიურ ფაზაშიც კი შედის. სამეფო კარის თამაშების “მთა” ახალ ვიდეორგოლში წვერს თეთრად იღებავს, სანტას ტრადიციულ ტანისამოსს ცოტა არატრადიციულად იცვამს და წინა სერიაში “სირცხვილგამოვლილ” Ross Hatt–თან ერთად, რომელიც ამჯერად მისი დამხმარე ელფია, მაღაზიას უტევს.
სუპერმარკეტში გაზიანი წყლის საყიდლად შესულ მომხმარებლებს უჩვეულო საახალწლო პერსონაჟები ბოთლების შეკვრას ხელიდან ართმევენ და პლანეტისთვის მიყენებული ზიანის გამო საყვედურობენ. რამდენიმეწუთიანი დარიგების შემდეგ კი საჩუქრად SodaStream–ის გაზიანი სასმელების აპარატს სთავაზობენ. რთულია, წინააღმდეგობა გაუწიო ისეთ ვეებერთელა სანტას, როგორიც “მთაა”.