in ,

YouTube-ზე, მაკიაჟის ვიდეოების ნახვისას, პროდუქტების „გამოცდას“ შეძლებთ

ბევრი ადამიანისთვის, ახალი კოსმეტიკური პროდუქტის ცდამდე მაკიაჟის ვიდეოების ნახვა ტრადიციად იქცა. ეს ინდუსტრია საკმაოდ მზარდია და მრავლად არიან მაკიაჟის არტისტებიც, რომლებიც ცნობილ იუთუბერებად გვევლინებიან. როგორც Google-ის მარკეტინგული პლატფორმის ბლოგზე ვკითხულობთ, რამდენიმე კვირაში, ადამიანები, რომლებიც მაკიაჟის ტუტორიალებს ხშირად უყურებენ შეძლებენ გაფართოებული რეალობის გამოყენებით, საკუთარ სახეზე „გამოცადონ“ პროდუქტები. ფუნქციას AR Beauty Try-On ჰქვია და მისი გამოყენების შედეგად, ტუტორიალების ყურების გამოცდილება მეტად პერსონალიზებული შეიძლება გახდეს.

ინსტრუმენტი Lumi, რომელიც ფორტეპიანოზე დაკვრას გასწავლით

როგორ შეხვდა ბათუმი 2019 წლის ტურისტულ სეზონს?!