Let’s Do It Georgia-ს ეკოინიციატივის ფარგლებში, „არ დააგდო, ჩააგდე“, ბაკურიანში განთავსდა 20 სპეციალური ურნა, რომლებიც განკუთვნილია სიგარეტის ნამწვისთვის. ინიციატივის მიზანია კურორტის ეკოსისტემის დაცვა, სისუფთავის შენარჩუნება და საზოგადოებაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება.

ურნები განთავსდა ბაკურიანის ტურისტულ და ცენტრალურ უბნებში, პარკებში, სავაჭრო და კვების ობიექტების მიმდებარედ, საბაგიროსთან და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, სადაც მოსახლეობა და ვიზიტორები აქტიურად გადაადგილდებიან. ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს ნარჩენების მართვის კულტურის განვითარებას და სიგარეტის ნამწვისგან გარემოს დაბინძურების პრევენციას.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- სიგარეტის ნამწვით ნიადაგისა და წყლის დაბინძურების შემცირება;
- ბაკურიანის ურბანული და ტურისტული სივრცეების ვიზუალური სისუფთავის გაუმჯობესება;
- საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მავნე ზემოქმედებაზე;
- პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისება და სწორი ეკო–ჩვევების დამკვიდრება.
სიგარეტის ნამწვი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ტოქსიკური მყარი ნარჩენია. მისი შემადგენლობა – მიკროპლასტმასა და ქიმიკატები, გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს ნიადაგზე, წყალსა და ცოცხალ ბუნებაზე. სწორედ ამიტომ, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გარემოს სისუფთავესა და ეკოლოგიური კულტურის ფორმირებაში.
ინიციატივა ხორციელდება ფილიპ მორის საქართველოსთან თანამშრომლობით.
ჩვენ გვჯერა, რომ სწორი ჩვევების ჩამოყალიბება შესაძლებელია პოზიტიური ინიციატივებით, ინფორმირებით, ეფექტური ინფრასტრუქტურითა და თანამონაწილეობით.
ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.
არ დააგდო – ჩააგდე!
[პარტნიორის კონტენტი]













