in ,

ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი სტადიონზე – რა იცვლება ჩემპიონატების გახსნის ღონისძიებებში

გასულ თვეს, სამხრეთ კორეაში ბეისბოლის ჩემპიონატის გახსნაზე, სტადიონზე შეკრებილ აუდიტორიას განსაკუთრებული გამოცდილება მოუმზადეს – მათ თავზე დრაკონი დაფრინავდა, ეხებოდა/აზიანებდა სტადიონის ინფრასტრუქტურას და „ცეცხლსაც“ აფრქვევდა. აღნიშნული სანახაობა კორეულმა კომპანიამ SK Telecom, აუგმენტური რეალობის (AR) ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. აღსანიშნავია, რომ სანახაობა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სხვადასხვა არხის მეშვეობით. SK Telecom-მა გამოიყენა AR/VR ტექნოლოგია, კონკრეტულად „eSpace“ და ჰიპერსივრცული პლატფორმები, რომლებსაც ციფრული სამყაროს რეალურ სამყაროში ინტეგრირება შეუძლია.

ყველაზე პოპულარული სერიალის – GOT-ის გავლენით, დრაკონის მითიური ხატი სულ უფრო პოპულარული გახდა. თუმცა, ეს არ არის მთავარი რამ, რის აღნიშვნასაც ვისურვებდით. მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ჩემპიონატის გახსნისას, სხვადასხვა ქვეყანა თუ კომპანია აქამდე ერთგვარ ტაქტიკას მიმართავდა – მუსიკალური ნომრები ადამიანების მონაწილეობით, მხარდამჭერთა გუნდების გამოსვლები და ა.შ. მათ შორის, შეგვიძლია გავიხსენოთ მსოფლიო ჩემპიონატების გახსნის ღონისძიებები, სადაც ცნობილი მუსიკოსები, სპეციალური შოუებით წარდგებოდნენ ხოლმე. აღმოსავლეთ აზია ხშირად იყო და დღემდე არის ადგილი, საიდანაც ტექნოლოგიური პროგრესის წინასწარმეტყველება შეგვიძლია. ტექნოლოგიებმა უკვე შეცვალეს ჩვენი ყოველდღიურობა და ცვლიან სხვადასხვა სფეროსაც, მათ შორის კი, როგორც ჩანს, შეცვლიან მსგავს ღონისძიებებში, სანახაობის შექმნის მიზნით ადამიანების გამოყენების პრაქტიკასაც. ჩემპიონატების გახსნის ღონისძიებები, როგორც ცხელი წერტილები, რომლისკენაც ხშირად მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ყურადღებაა მიმართული, შესაძლოა იქცეს პლატფორმად ტექნოლოგიური შოუებისთვის – თანამედროვე სამყაროს შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის.

“სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟები პლასტმასის ბოთლების წინააღმდეგ

კონკურსი მოზარდებისთვის Fake News-ების გამოსავლენად