in

არ ეძებო დიდი იდეა, ეძებე დიდი პრობლემა!

ყოველი მნიშვნელოვანი ინოვაციის საფუძველში კარგი იდეაა, რომელმაც მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა. მაგალითად, კლარენს ბირდსეის იდეამ, თევზის გაყინვის შესახებ, რევოლუცია მოახდინა კვების ინდუსტრიასა და ამერიკულ დიეტებში. კლარენსს ეს აზრი თევზის მალფუჭებადობის პრობლემამ შთააგონა. სტივ ჯობსის იდეით, შეიქმნა მოწყობილობა, რომელმაც შეძლო 1000 სიმღერის ერთ ჯიბეში მოქცევა, რამაც დაუდო საფუძველი Apple-ის წარმატებას. ამ ინოვაციურ გამოგონებამდე, მუსიკის მოყვარულებს, მოუხერხებლელი ზომის CD პლეერებში, განსაზღვრულად მცირე რაოდენობის მუსიკის მოსმენა შეეძლოთ.

ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ როგორ ჩნდება დიდი იდეები, თუმცა, შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ საუკეთესო იდეები ჩნდება მნიშვნელოვანი პრობლემების საპასუხოდ. შესაძლოა, ნოვატორი კომპანიები არ იყვნენ მეტად კრეატიულები, ვიდრე მათი კონკურენტები არიან, თუმცა, ისინი ახერხებენ ამა თუ იმ პრობლემის ეფექტიანად გადაჭრას. როგორ უნდა განისაზღვროს პრობლემა? შეუძლებელია არ დაიბნე, როცა ფიქრობ მომავალზე. ჩვენს დროში, მოზარდებსაც შეუძლიათ ახალი საიტებისა და აპლიკაციების შექმნა, სპეციალისტები ჯერ კიდევ ცდილობენ, გაერკვნენ ახალი ტექნოლოგიების (ნანოტექნოლოგია, რობოტიკა) გაჩენისა და ზემოქმედების შედეგებში. მათი წარმოქმნა კი ისეთი სისწრაფით ხდება, რომ დასკვნები თითქმის ვერ ეწევა მათ. ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად იწვევს ბიზნეს ლიდერების დილემას: როგორ შეიძლება დაგეგმო მომავალი, რომელსაც ვერ იწინასწარმეტყველებ?

დღეისათვის, ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და მას აქვს ბევრი მიმართულება. ყველაზე ქმედითი რამ, რისი გაკეთებაც ბიზნეს ლიდერებს შეუძლიათ, არის მათ ბიზნესთან, მომხმარებელთან და გაჩენად ბაზრებთან დაკავშირებული პრობლემების ცხადყოფა. ეს არის ის, რასაც დიდი ნოვატორები აკეთებენ – ისინი გამუდმებით ეძებენ პრობლემებს და იდეებს მათ გადასაჭრელად. მაგალითისთვის, ტექნოლოგიურმა კომპანია IBM-მა, გაყიდვების მაჩვენებლის და კომპანიის პოპულარობის გასაზრდელად, ქუიზ ტელეშოუ Jeopardy-ში გამარჯვებულ მონაწილეებს, საკუთარი წარმოების კომპიუტერი Watson შეაჯიბრა.

კითხვებზე უსწრაფესი და უზუსტესი პასუხების შედეგად, Watson-მა ტელეშოუში 1 მილიონი დოლარი მოიგო. ამ ინოვაციური და კრეატიული იდეის მეშვეობით, კომპანიამ გადაჭრა მრავალი პრობლემა. ვიდეოს Watson-ის გამარჯვებაზე ჰქონდა 15 მილიონი ნახვა; ერთი წლის განმავლობაში, IBM-მა გააფორმა თანამშრომლობა 386 უნივერსიტეტთან და 5 კონგრესმენი შეეჯიბრა Watson-ს კითხვებზე პასუხის გაცემაში.

მეოცე საუკუნეში, მენეჯმენტი, ფაქტობრივად, სტრატეგიული დაგეგმვის ხელოვნება იყო. თქვენ აგროვებდით ინფორმაციას ბაზრების, მონაწილეების, კონკურენტების შესახებ. სტრატეგია იყო ჭადრაკის თამაშის მსგავსი რამ. გეგმავდით თითოეულ მოძრაობას, დაფაზე განლაგებული ფიგურების ცვლილების საპასუხოდ, მოძრაობდით და თქვენი კონკურენტის სვლას ელოდებოდით.

21-ე საუკუნეში, სტრატეგიული დაგეგმვა ინოვაციურმა დაგეგმვამ ჩაანაცვლა. ტექნოლოგიური ციკლები მოძრაობენ გაცილებით სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი დაგეგმილი სტრატეგიული ციკლი მოძრაობდა წარსულში. იმის ნაცვლად, რომ ვეცადოთ, ჩვენი ყოველი მოძრაობა იყოს სწორი, რაც შეუძლებელია დღევანდელ გარემოში, გვმართებს, დავუშვათ ნაკლები შეცდომა. ჩვენ უნდა განვიხილოთ სტრატეგია, როგორც როლური თამაში, ვიპოვოთ ის, რაც გამოგვიმუშავებს ჩვენს როლსა და გამოცდილებას.

დიდი იდეები ჩნდებიან მნიშვნელოვანი პრობლემების საპასუხოდ, როგორც კლარენს ბირდსეის, სტივ ჯობსისა თუ კომპანია IBM-ის შემთხვევაში. ასე რომ, თუ გნებავთ იყოთ ნოვატორები, არ ეძებოთ დიდი იდეა, ეძებეთ დიდი პრობლემა.



პომიდვრის საწებელი, რომლის არჩევას მთელი ცხოვრება დასჭირდა! – Aldi-ს სახალისო ვიდეორგოლი

McDonald’s-ის მოსიარულე რესტორანი პირდაპირ ქუჩაში ემსახურება მომხმარებლებს