12
Dec
2019

[EXCLUSIVE] “რას ამბობთ, მარკეტერი გადაღეჭილი გვაქვს” – “ალტას” ვიდეორგოლი

12 Dec 2019



რად უნდა კამპანიას ამხელა ხმაური? დიდად, არც გაბაზრებაა საჭირო! “ალტას” საახალწლო აქციაზე თუ ყველამ გაიგო, ხომ გაიტანეს მთელი მაღაზია მუქთად და დატოვეს ამდენი ხალხი უმუშევარი?! სწორედ ამან შეაწუხა კამპანიის მთავარი გმირები, კომპანიის მარკეტერები, რომელთა როლებსაც თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე ასრულებენ. სიტუაციასთან გასამკლავებლად, მათ კრეატიულ სააგენტოს მიმართეს. როგორ გეკადრებათ? ძალიან კარგად ესმით, როგორი ვიზუალი მოუხდება მთავარ სარეკლამო ბანერს და არც ლოგოს გადიდებას ითხოვენ – ყველაფერი მარკეტერზე წაიკითხეს. ახლა ტრენდული “უმი ესთეტიკაა”, ამიტომ, სულაც არაა საჭირო ბანერზე ტექსტი მკაფიოდ ჩანდეს. ვინმეს თუ მოუნდება, მივა ახლოს და წაიკითხავს, ასე არაა?!

ვიდეორგოლში დამკვეთისა და სააგენტოს ურთიერთობაა გაშარჟებული. კამპანიაზე JWT Metro-მ იმუშავა. მოკლედ, ნახეთ “ალტას” ვიდეორგოლი, ექსკლუზიურად, მარკეტერზე.

განხილვა