9
Oct
2019

„კამპანიას იმდენი გამოხატვა შეიძლება ჰქონდეს, რამდენი ზმნაცაა“

9 Oct 2019

„ვუყურებთ და ვხედავთ, როგორ იშლება ნელ-ნელა 1250 კვ. მ.-იანი დროშა ჰესის კედელზე, თან იშლება ზუსტად ისე, როგორც გვინდოდა, რომ გაშლილიყო. დრონმა გადაგვიფრინა, დროშა გაშლილია, გადაღებულია“, – წერს სოლო წიწუაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე, სადაც იმ ემოციებს გვიზიარებს, ენგურჰესზე, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს დროშის აფრიალებას წარწერით – „რა გვაქვს ჩვენ სიყვარულზე მეტი?“ რომ მოჰყვა.ცხოვრება არის ზმნა“ – გვეუბნება საქართველოს ბანკი და ახალ კამპანიაში „არ გაჩერდე“, ამის დამამტკიცებელი არაერთი საბუთი მოჰყავს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა, XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა – თერგდალეულები, ქართველი მოდის დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჯინსის ქურთუკი, ზედ საქართველოს უახლესი ისტორიით, კულინარიული ვუნდერკინდი საქართველოდან – ია ძაგანია, გებჟალიით, მსხლის ცხარე მურაბითა და სულგუნის ბუშტით, სუხიშვილები და სხვა… JWT Metro-სა და Metro Production-ის, დაახლოებით, 2 წუთიან ნამუშევარში, მოკლედ აღბეჭდილი, თითქმის ყოველი სცენის უკან ძალიან საინტერესო, რეალური ისტორია იმალება…

გარდა ზმნებისა და მათი ავთენტური მნიშვნელობისა, ჩვენთვის შთამაგონებელი რეალური ამბები და ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად, უკეთეს საქართველოს ქმნიან. ვფიქრობთ, რომ ჩვენი, როგორც ადამიანების, ისე საზოგადოების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი უმოძრაობაა. მეორე მხრივ, ჩვენ ქართველების შემოქმედებითი ხასიათის გვჯერა. თუმცა, შემოქმედებითობას აუცილებლად სჭირდება მოქმედება. შესაბამისად, კამპანია მამოტივირებელი ხასიათისაა და ადამიანებს შექმნისა და მოქმედებისაკენ მოუწოდებს, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება – ეკა ყიფიანი – სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი. 

„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“ – თერგდალეულები შემთხვევით არ მოხვედრილა ვიდეორგოლში. საქართველოს ბანკმა, ბრენდის განახლებული სტრატეგიული პლატფორმის ჩამოყალიბების პროცესში, კომუნიკაციის პირველ ეტაპზე გადაწყვიტა, უმოძრაობას დაპირისპირებოდა და კამპანიის სახელიც ასე შეირჩა „არ გაჩერდე!“

საქართველოს ბანკი ყველასთვისაა. ცხადია, ძალიან რთულია ისეთი გზავნილის შექმნა, რომელსაც ყველა თანაბრად მიიღებს, თუმცა მოტივაცია ნებისმიერ ადამიანს სჭირდება. ჩვენი სათქმელი ისაა, რომ ცხოვრებაში ნებისმიერი ქმედება შეიძლება აღმოჩნდეს ღირებული, გარდა უმოქმედობისა, – ენუკი კვინტრაძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი. 

და რადგან ზმნა მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვაა და ბრენდი ადამიანებს მოძრაობისკენ მოუწოდებს  – საკომუნიკაციო ენად სააგენტომ სწორედ მრავალფეროვანი ზმნები შეარჩია. ის ზმნები, რომელიც გაჩერებას ეწინააღმდეგება და ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას ეხმარება.

ჩვენს კითხვაზე, როგორ გაგრძელდება კამპანია, პასუხი ასეთია: ვაპირებთ არგაჩერებას. კამპანიას იმდენი გამოხატვა შეიძლება ჰქონდეს, რამდენი ზმნაცაა.

და მაინც, რა გვაქვს ჩვენ სიყვარულზე მეტი?

 

კრედიტები:
კამპანია: არ გაჩერდე
კლიენტი: საქართველოს ბანკი
მარკეტინგის დირექტორი: ლევან გომშიაშვილი
ბრენდ მენეჯერ: ენუკი კვინტრაძე
ბრენდ მენჯერი: სოლო წიწუაშვილი

სააგენტო: JWT Metro
პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი
კლიენტთან ურთიერთობის მენეჯერი: ალექს ჩიქოვანი
კრეატიული დირექტორი: ეკა ყიფიანი
არტ დირექტორი: გიო მაღრაძე
არტ დირექტორი: სანდრო ციცქიშვილი
დიზაინერი: სანდრო ლალიაშვილი
სტრატეგიის ხელმძღვანელი: ლადო მალაზონია

გადამღები კომპანია: Metro Production
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
წარმოების უფროსი: მაია გურაბანიძე
პროდიუსერი: მაშო თევდორაშვილი

ფროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია
ფროდაქშენ ასისტენტი: ქეთი კაპანაძე
ფროდაქშენ ასისტენტი: დავით მაღლაკელიძე
ფროდაქშენ ასისტენტი: გიორგი გურგენაძე

ლოკაციის მენეჯერი: აჩი კევლიშვილი
ლოკაციის მენეჯერის ასისტენტი: თამუნა არბოლიშვილი
სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე

ტრანსპორტის კოორდინატორი: დათო ფერაძე
ფინანსური ადმინისტრატორი: მარიამ სოსელია
პოსტ ფროდაქშენის პროდიუსერი: ბურო შაყულაშვილი
რეჟისორი: გიორგი ქვლივიძე
ოპერატორი: გიორგი შველიძე

რეჟისორის ასისტენტი: სალი ჯუღელი
სტედიკამი: ირაკლი ახალკაცი
ფოკუს ფულერი: ირაკლი ( დურუ ) ჟღენტი, მანუ ელიჯარაშვილი
კამერის ტექნიკოსი: გოგა კარბელაშვილი

Weisscam კამერის ტექნიკოსი: გურამ მოსიკაშვილი
გაფერი: ბიძინა ჩხაიძე

დამდგმელი მხატვარი: დათო ჭყოიძე
დამდგმელი მხატვრის ასისტენტები: ზაზა გოგორიშვილი, ნათია გურაბანიძე
კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტები: ელენე ზვანბაია, თათია მოდებაძე
დრონი: Copter, Skytech
ქასთინგი: შოკა მაღრაძე
ქასთინგის ასისტენტი: ანი იმერლიშვილი
გრიმი: ვერიკო ბედელაძე
სთოფ მოუშენ ანიმაცია: მამუკა ტყეშელაშვილი, გიორგი შველაშვილი
პროექციის მაპინგი: გიორგი მაზგავოი

Making of: დათო კურტანიძე
ფოტოგრაფი: საშა დამიანენკო
ქორეოგრაფი (ზეიმის სცენა): თაკო გოგორელიანი
ტექსტი: გამოყენებულია თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ენის მოდელირების ასოციაციის (ena.ge) განმარტებანი

პოსტ ფროდაქშენი:
ხმა & მუსიკა: Post Red
გამოყენებული მუსიკა: ცისფერი ტრიო – საქართველო ლამაზო
გახმოვანება: სანდრო ჯავახიშვილი
გრაფიკა: ირაკლი ზურაბიშვილი, რეა მამაცაშვილი
ფერის კორექცია: UPP Prague, ლევან კუხაშვილი

განსაკუთრებული მადლობა:

ფავორიტი
ენგურის ჰიდროელექტროსადგური
ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები

ლადო აფხაზავა
დემნა გვასალია
ია ძაგანია
Scoot Scoot & გიორგი მონავარდისაშვილი
დათო მაჭავარიანი (კაკადუ)
მაჯლაჯუნა ლუ & მამა თომა
ლიზა ჯორჯაძე & მარიამ ცერცვაძე
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი
ლაშა ტალახაძე
ჯონი ჭანია
კოკა მუმლაძე & ნინო დევიძე
ქეთათო
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა