in

“არ გაჩუმდე!”, – უკრაინელი დიზაინერების ხმა ომის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ახლა ძალიან რთული ვითარებაა, ყველამ დავინახეთ ამ ერის ერთიანობა.

BOG
BOG

გამონაკლისს არც კრეატიული ინდუსტრია წარმოადგენს. როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ხატავდნენ პლაკატებს გრაფიკოსები, ახლა უკრაინელი დიზაინერები რუსულ დეზინფორმაციას ებრძვიან და უკრაინელი ხალხის გზავნილებს დასავლეთს აწვდიან. ამ ამბავს კიდევ ის ჰმატებს დრამატიზმს, რომ ეს ყველაფერი სარდაფებსა და თავშესაფრებში ხდება.

დიზაინერები ამას აკეთებენ უკრაინელების, რწმენისა და ძალის მხარდასაჭერად და გმირების – უკრაინის შეიარაღებული ძალების გასამხნევებლად. ასევე იმისთვის, რომ ევროპის, აშშ-ისა და ნატოს ქვეყნების ლიდერებმა მათი ძახილი გაიგონ.

Three steps, by Katerina Korolevtseva

უკრაინელი დიზაინერი, კატერინა კოროლევცევა წერს, რომ მთელი მსოფლიო მოცულია უკრაინის ამბებით, ამ დიზაინერულ ნამუშევრებს ყველა აზიარებს სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ქვეყნის კრეატორები თავად ქმნიან ილუსტრაციებს, ეს ყველაფერი შესამჩნევი და დასაფასებელია, მაგრამ უკრაინას მეტი სჭირდება:

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერ თანადგომასაც ძალიან ვაფასებთ, უკრაინას მხარდაჭერის სიტყვებზე მეტი სჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე სასარგებლო გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი დიზაინერებისგან ინგლისურად, არის არა მტრედები და მშვიდობისკენ მოწოდებები, არამედ შემოწირულობების გაღების მოწოდება. როდესაც ეს შეტყობინებები გაზიარებულია, ისინი იწვევს მოქმედებას და დიზაინერებს შეუძლიათ ცვლილებების შეტანა ჭეშმარიტებისა და ჩვენი თავისუფლების სახელით”, – წერს ის.

კრეატიული ინდუსტრია სრულიად მსოფლიო მასშტაბითაა ჩართული ამ ომში. სოციალურ ქსელებში შექმნილია არაერთი ჯგუფი და ასევე დიზაინერების ნამუშევრები თავმოყრილია სპეციალურად შექმნილ ვებსაიტზე #standwithukraine.

ამ ვებგვერდზე განთავსებულია განყოფილება, სახელწოდებით Visuals for Foreign Friends. აქ შეგიძლიათ იხილოთ ნამუშევრები, სადაც წარწერები როგორც ინგლისურად, ისე უკრაინულადაა გაკეთებული. პოსტერებზე უკრაინელი დიზაინერების გაკეთებულ შრიფტებსაც შეხვდებით.

Poster design by Masha Foya

ამ შრიფტებს შორის არის Misto-ც, კატერინა კოროლევცევას მიერ შექმნილი, რომლის ინსპირაციაც უკრაინის პატარა ქალაქია, სახელად სლავუტიჩი. ავტორს სურდა ამ ქალაქის არსებობა, რომელიც ჩერნობილის სიახლოვეს მდებარეობს, ყველას გაეგო, რადგან სლავუტიჩს აქვს დიდი კულტურული პოტენციალი და უნიკალური არქიტექტურა.

ახლა მისტოს ვხედავ უკრაინის მხარდასაჭერ პოსტერებზე, რადგან ის იცავს ჩვენი ქვეყნის და ევროპის თავისუფლებას. ჩვენ აქ ყოველდღიურად გვესმის უამრავი აფეთქების ხმა რუსი დამპყრობლებისგან. უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ ამ შრიფტის დანახვა პოსტერებზე მათბობს, რადგან ვხედავ, რომ დიზაინს საზღვრები არ აქვს”, – ამბობს კოროლევცევა.

კაცი, რომელმაც შექმნა Rolex

Mastercard-ისა და Visa-ს ბარათებს რუსეთში ვეღარ გამოიყენებენ