in

არ გადადო ერთად ყოფნა! – „ძველი სუფრის” კამპანია

ოჯახი, შეკრება, სტუმარი, გაზიარება და ყველაზე მთავარი – ერთად ყოფნის სიხარული – ეს ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც „ძველი სუფრა“ დაარსებიდან, 1998 წლიდან დგას.

ქართული სუფრა შეკრებისა და ერთად ყოფნის ერთ-ერთი მთავარი ადგილი და სიმბოლოა.

ქალბატონი ნანის გადაღების სურვილი დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სრულად უნიკალური და ყველასთვის საყვარელი ქართველი ხელოვანია, არამედ, იმიტომ, რომ მისი ოჯახი განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. მის ოჯახში მრავალი ასეთი შეკრება გვინახავს და სწორედ იმ ფასეულობებს იზიარებს, რის გარშემოც ძველი სუფრა შეიქმნა.

ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ის მესიჯები, რაც ვიდეორგოლშია გაჟღერებული, ქალბატონი ნანისთვის სრულიად ორგანული და ავთენტურია. სწორედ ამიტომ ვიდეოც განსაკუთრებულად თბილი და გულწრფელი გამოვიდა”, – ამბობენ კომპანიაში.

ძველი სუფრა ქართული ორნამენტის მოტივებზე შექმნილი სახლისა და პირადი აქსესუარების მწარმოებელი ბრენდია. ჩვენთან თითოეულ პროდუქტს უნიკალური შინაარსი და სიმბოლო აქვს. ბრენდი აღადგენს ისტორიულ ნიმუშებს მუზეუმებიდან და, ასევე, ქმნის თანამედროვე ქართულ დიზაინებს. ყველაფრის საწყისი კი ტრადიციული ლურჯი სუფრაა, რომელსაც შემდეგ სახლისა და სხვა პირადი აქსესუარების განვითარება მოჰყვა: თანამედროვე მაგიდის გადასაფარებელი, პლედი, ბენდენა, ჩანთა და ა.შ.

იდეა, ტექსტი და სცენარი მომზადებულია ძველი სუფრის გუნდის მიერ. გადაღებულია Dream studio-ს მიერ.

[R]

ad block-ის მომხმარებლებს YouTube ხარვეზებს უქმნის

რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ ზამთრის საბურავი? — რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“