in

არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე – არ გადაუხვიო გზიდან

არ გადაუხვიო გზიდან  და არ თქვა უარი შენს არჩევანსა და მიზნებზე – ამ კონცეფციით შეიქმნა ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, ქალების მხარდაჭერის და დამკვიდრებული სტერეოტიპების ცვლილებებისთვის.

ამ კამპანიის ფარგლებში 6 პრინტი მომზადდა, რომლებზეც მოტივაციის ასამაღლებელი წარწერებია. სიმბოლურია, რომ პრინტებში იმ ქალების სახელობის ქუჩები გამოიყენეს, რომელთა სახელებიც გამბედაობასთან და სიმამაცესთან ასოცირდება.

ამ კამპანიის ინსპირაცია ცნობილი ქართველი ქალების: ფადიკო გოგიტიძის, ეკატერინე გაბაშვილის, მაია წყნეთელის, თამარ მეფის, მარო მაყაშვილის და ელენე ახვლედიანის მოღვაწეობა გახდა. ქალი მფრინავი, მწერალი და უფლებების დამცველი,  ეროვნული გმირი  თუ ქალი მმართველი – ამ რეგალიების უკან კონკრეტული სახელებია, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია.

თეა მანჯავიძე, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი – ,,ჩვენი კომპანიისთვის  ქალთა გაძლიერება და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჯერადაც, ჩვენი ორთვიანი კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა ქალებისათვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, იყვნენ თამამები, გაბედულები და არასოდეს თქვან უარი თავიანთ მიზნებზე. მხოლოდ ასე, ერთად შევძლებთ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. შევეცადეთ პრინტკამპანიის მეშვეობით გვეჩვენებინა თანამედროვე სიტუაციები, მძღოლი გოგონა, რომელიც არღვევს დამკვიდრებულ არასწორ დამოკიდებულებებს, მოძრაობს ქალაქში, მიჰყვება საკუთარი მიზნებს და თავად მართავს როგორც მანქანას, ასევე თავის ცხოვრებას.’’

კომპანიამ, რომლისთვისაც ქალთა მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა, გადაწყვიტა ამ გზით კიდევ ერთხელ შეეხსენებინა  ქალებისათვის, რომ  მათ ყველაფერი შეუძლიათ, – წარმატების მიღწევა, სტერეოტიპების მსხვრევა და სხვებისათვის მაგალითის მიცემა.

[პარტნიორის კონტენტი]

5 სარეკლამო არხი, რომელზეც მომავლის მარკეტერებმა უნდა იფიქრონ

Microsoft-მა შშმ პირებისთვის ადაპტირებული კომპიუტერული აქსესუარები შექმნა