ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება და რამდენიმე ათასობით ადამიანი სერიოზულ ტრავმებს იღებს, მიზეზი კი ძირითადად სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა სახელდება. „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“ – ამ მთავარი გზავნილით, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, კამპანია შეიქმნა. „არ გაიმეორო შეცდომა“ – კამპანიის ეს მთავარი გზავნილი მოუწოდებს ადამიანებს მეტი სიფრთხილისკენ და უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
კამპანია, რომელიც ევროკავშირისა და მისი ბანკის EIB მხარდაჭერით განხორციელდა, ეფუძნება დაზარალებული ადამიანების პირად ისტორიებს, მათი გამოცდილების გაზიარებას საზოგადოებისთვის.
კამპანიის მთავარი იდეისა და გზავნილის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კონტენტი განთავსდა სხვადასხვა მედია არხში, მომზადდა თემატური სიუჟეტები, მათ შორის, რადიო არხებზე, რათა გზით მოსარგებლე თითოეულ ადამიანს მიეღო საჭირო ინფორმაცია.
საკომუნიკაციო საგზაო უსაფრთხოების კამპანიაზე იმუშავა სააგენტო watergunz-მა.
საგზაო უსაფრთხოების კამპანია ევროკავშირისა და მისი ბანკის EIB მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით განხორციელდა.