in

AR სათვალეებით რობოტებთან რეალურ ქუჩებშიც ითამაშებენ

შესაძლოა, ბევრი ადამიანი გაკვირვებული დარჩეს იმ ფაქტის გამო, რომ Pokemon GO გაძლიერებული რეალობის თამაშად ითვლება. უმეტესად კი იმიტომ, რომ არ შეესაბამება  AR აპლიკაციისა ან თამაშის სურათს… და მიუხედავად იმისა, რომ იგი მდებარეობის მონაცემების მიხედვით არსებულ რეალობას ვირტუალურ ფენას ამატებს, ბევრი ადამიანი ვარაუდობს, რომ AR ამ ციფრული არტეფაქტების დანახვას პირდაპირ ჩვენ თვალწინ გულისხმობს და არა, სმარტფონების ეკრანებიდან. ეს იდეალურიც იქნებოდა, მაგრამ თუ AR სათვალის ამჟამინდელ ვარიანტებს გავიხსენებთ, აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი…

ისიც მართალია, რომ დღეს ბაზარზე მრავალი AR სათვალე არსებობს, მაგრამ არცერთია ჩვეულებრივი გამოყენებისთვის გამიზნული. ძირითადად პროფესიული და სამრეწველო გარემოსთვის შეიქმნა, სადაც მზის სხივები პრობლემას არ წარმოადგენს, კომფორტი კი თითქმის მეორეხარისხოვანია. თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი — Niantic Labs-ისთვის კომფორტი და მოხერხებულობა მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს. შესაბამისად, იგი სამუშაო პროტოტიპს ამ მოთხოვნების გარშემო ქმნის. 

AR და VR სათვალეებთან შედარებით, ახალი პროტოტიპი მეტად კომპაქტურია. წონას კი სათვალის ზოგიერთი ნაწილის თავის უკან გადატანით აბალანსებს. როგორც ვიდეოში ხედავთ, Niantic-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ პროტოტიპი ზუსტად ისე მუშაობს, როგორც რეკლამირებულია. დიახ, ამ სათვალეების მფლობელები რეალურ სამყაროს ვირტუალურ ობიექტებთან ერთად ხედავენ, შესაბამისად, რეალურ ქუჩებში რობოტების დანახვაც შეუძლიათ.

Niantic Labs ჯერ კონკრეტულ თარიღებსა თუ დეტალებზე არ საუბრობს, ამიტომ შევძლებთ თუ არა ამ ჯადოსნური ძალის მქონე სათვალის ყიდვას მომავალში, ეს კვლავ გაურკვევლად რჩება…

 

განახლებული „ფინბიურო“ – გზამკვლევი თქვენი ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესში

m2 სფოთლაით 2022-ის მხარდამჭერია!