in

AR ჩაფხუტი ბავშვებს 3D სივრცეში ხატვის საშუალებას აძლევს

ადრეული ასაკიდან ბავშვების შემოქმედებითი მიდრეკილებების დახვეწა ძალიან მნიშვნელოვანია, საუკეთესო საშუალება კი მათთვის სწორედ ხატვაა. თუმცა მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა მათი სახლის კედლები მარკერებითა თუ ფანქრებით არ მოიხატოს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ამის დაბალანსება შეგიძლიათ, თანაც, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის (AR) სახით. დიახ, AR ჩაფხუტის კონცეფცია სწორედ ეს არის. 

თუ მეტავერსის განვითარებას დავაკვირდებით, მსგავსი პროდუქტის გამოჩენა გარდაუვალიც იყო. ეს ბავშვებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ წერისა თუ ხატვის უნარები ისე, რომ მშობლებს დასვრილი კედლებისა და ავეჯის აღარ ეშინოდეთ. 

AR ჩაფხუტს გაფართოებული ინტერფეისისთვის ეკრანიც აქვს დამონტაჟებული და კალამი, რომელიც ბავშვებს ფანტაზიების გაცოცხლებაში ეხმარება. კალმის გამოსაყენებლად კი ღილაკზე მხოლოდ ერთი თითის დაჭერაც საკმარისია. ჩაფხუტზე არსებული AR ელემენტები ბავშვებს საინტერესო ფორმების დახატვასაც კი ასწავლის. 

ხოლო იმისათვის, რომ ბავშვებმა ჩაფხუტის ტარება რამდენიმე საათის მანძილზე უპრობლემოდ შეძლონ, მას საჰაერო სივრცეებიც აქვს. მის დამუხტვას კი USB კაბელის საშუალებით შეძლებთ.

ჭვავის პურის ბრენდი ახალი ვიზუალური იდენტობით — Ryvita

მომხმარებელთა სეგმენტაციის მნიშვნელობა და მეთოდები გაყიდვების გასაზრდელად