ავტომობილის მართვის დროს ტელეფონზე საუბარი ან მესიჯის წერა უკვე “ეპიდემიად” იქცა. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, მძღოლები მაინც ახერხებენ მანქანის და ტელეფონის ერთდრულად მართვას.
ამერიკის რამოდენიმე შტატში იმასაც ფიქრობენ, რომ საჭესთან ტელეფონის გამოყენება დანაშაულად გაფორმდეს. სანამ მძღოლები გონს მოეგებიან ან კანონი იმდენად გამკაცრდება, რომ ტელეფონისკენ გახედვის სურვილიც აღარ ექნებათ, მანამ მხოლოდ სხვადასხვა კამპანიები ბრძოლობენ ამ “ეპიდემიის” დამარცხებისთვის.
ყველაზე აქტიური ამ საკითხში Volkswagen-ია. მათ არაერთი სარეკლამო კამპანია წამოიწყეს, ერთ-ერთი ბოლო “მე საცობში მოვხვდი” მომხმარებელს პირდაპირ აჩვენებს იმ შედეგს, რასაც ტელეფონზე ყურადღების გადატანა მოიტანს.
სარეკლამო სააგენტო: Ogilvy & Mather