სოციალური კამპანია #არმიატოვო (#DoNotAbandon), რომელიც ფრანგულმა ორგანიზაცია 30 Millions D’Amis Foundation–მა წამოიწყო, პატრონისგან მიტოვებულ ძაღლებზეა. ტყეში, თქვენგან მიტოვებულმა ერთგულმა ოთხფეხა მეგობარმა, შესაძლოა, მოულოდნელად სიკვდილს გადაგარჩინოთ.
თავიდან საყვარელია, პატარაა, სულ გინდათ მოეფეროთ და ეთამაშოთ. ნელ–ნელა იზრდება, მეტ მოვლას საჭიროებს, ამ დროს “გამოსავალი” ხშირად სასტიკია. ტყეში წაყვანა და მიტოვება, პატრონისთვის შეიძლება მარტივია, მაგრამ ოთხფეხა მეგობრისთვის – არა.
ვიდეორგოლი, რომელიც კამპანიის ფარგლებში სარეკლამო სააგენტო Buzzman–მა გადაიღო საოცრად გულისამაჩუყებელია.
ძაღლი სწორედ ის აღმოჩნდება ვინც უსაყვარლეს პატრონს ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გამოიყვანს და გამოფხიზლებამდე გვერდიდან არ მოშორდება.