in

არ მისცეთ მენტორობას თქვენი გამოფიტვის უფლება

მენტორები თავიანთ დროს, ყურადღებასა და რესურსებს სხვების განვითარებისთვის ხარჯავენ. ეს პიროვნების ოფიციალურ სამუშაო მოთხოვნებსაც სცილდება ხოლმე. ხშირად კი ძალიან გადატვირთულები არიან, ბევრი ვალდებულება აკისრიათ და მენტორის როლში ნაკლებად ეფექტიანებიც არიან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მენტორული ურთიერთობების დინამიკაზე პანდემიამ, შემცირებულმა პირადმა შეხვედრებმა, არასწორად მორგებულმა ჰიბრიდულმა განრიგმა და Covid-ის სტრესმა კიდევ უფრო იმოქმედა. ამან ამ პროფესიაზე ახალი გზითაც დაგვაფიქრა. ზრუნვისა და სწავლების მსგავსად, მენტორობა მუდმივ ურთიერთობას გულისხმობს, რასაც ბევრი საკმაოდ სერიოზულადაც უყურებს. დაღლილობის გამაფრთხილებელი ნიშნებისა და მენტორის როლის შემცირებული ეფექტურობის მიუხედავად, მენტორი მაღალ დონეზე მუშაობისთვის ზეწოლას მაინც გრძნობს და არსებულ საჭიროებებს საკუთარი რესურსების სიფრთხილით გათვალისწინების გარეშე აკმაყოფილებს. 

40 წელზე მეტი ხნის წინ დოქტორ ჰერბ ფროიდენბერგერის მიერ შემოღებული ტერმინი გამოფიტვა ისეთ ქცევით ნიშნებთან ასოცირდება, როგორიცაა გადაღლილობა, ცინიზმი და არაეფექტურობა. ამ სამ ელემენტს კი ნეგატიური გავლენა აქვს როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებზე, მათ შორის მენტორობაზე. კვლევამ კი აჩვენა, რომ კარგი მენტორები სხვების მიმართ ძალიან მზრუნველები და თანამგრძნობები არიან, რაც ზოგიერთ მათგანს საზღვრების დაწესებასა და საკუთარ თავზე ზრუნვაში უშლის ხელს. ეს, ბუნებრივია, მათ გადაღლილობისკენ მეტად მიდრეკილსაც ხდის. ხშირად არაპირდაპირ სტრესს განიცდიან, ატარებენ პროფესიის ტვირთსა და შფოთვებს.

უდავოდ, მენტორობა მაღალი ზემოქმედებისა და ფსონების ურთიერთობაა. როცა მენტორს კარგი განზრახვები აქვს, მაგრამ გადაღლილობის გამო მის სისრულეში მოყვანას ვერ ახერხებს, საუკეთესო გზა აქ, შესაძლოა, მოიცავდეს იმას, რასაც ბელე როუზ რეჯინი მარგინალურ სწავლებას უწოდებს — დისფუნქციური და ნაკლებად აქტიური მენტორობა, რომელსაც ღირებულება აღარ აქვს. შესაძლოა, მენტორების გადაღლილობა შემდეგმა ფაქტორებმა კიდევ უფრო გაამწვავოს:

  1. მენტორები, რომლებიც მომსახურებას ძალიან ბევრ ადამიანს უწევენ და ჰყავთ ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც დამატებით ყურადღებასა და დროს ითხოვენ, ემოციური გამოფიტვის რისკის ქვეშ არიან. ხოლო იქ, სადაც დაბალი და საშუალო დონის მენეჯერი თუ აღმასრულებელი დირექტორია მენტორები უფრო დიდი რისკის ქვეშაც ექცევიან. 
  2. ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფის მენტორები უფრო მოწყვლადები და უმცირესობათა წარმომადგენლების მენტორობით უფრო დატვირთულებიც არიან. მეტიც, ისინი კულტურულ დაბეგვრასაც ებრძვიან, უნიკალურ ტვირთს, რომელიც უმცირესობაში მყოფ თანამშრომლებს ეკისრება, რათა თავიანთ ორგანიზაციებს, როგორც სიმბოლურმა უმცირესობის წევრებმა, ისე ემსახურონ.
  3. ზოგიერთ პროფესიაში ადვოკატირებასა და დაცვას შორის დაძაბულობაც ჩნდება. მენტორს ხელმძღვანელობა ან დაფინანსება ევალება და ამასთან, პროფესიის სახელით მცველის კომპეტენციასაც ემსახურება. ეს დაძაბულობა ჯანდაცვის სფეროში, სამხედრო სამსახურებსა და იმ კონტექსტში, სადაც ცუდმა მენტორებმა სერიოზული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. 
  4. მენტორები, რომელთაც პროფესიის შესასრულებლად საჭირო დრო არ აქვთ გამოყოფილი და ისინი, ვისაც სახლში ზრუნვის ვალდებულებებიც აქვთ აღებული, გადაღლილობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. დროსთან დაკავშირებულ საკითხებს კი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები კაცებზე მეტად გრძნობენ. ის ქალები, რომლებიც სრული განაკვეთით მუშაობენ, კვირაში დამატებით 8.5 საათს ბავშვის მოვლასა და სახლის საქმეებს უთმობენ. ადმინისტრაციული სამუშაოების შესრულებისას, სხვების ემოციური მხარდაჭერისას და უმცროსი ქალების მენტორობისას კი, უფრო მეტ ინსტიტუციურ თუ სოციალიზებულ ზეწოლას გრძნობენ. 

ყველა ეს რისკი თქვენი ურთიერთობებისა თუ მენტორობის განვითარების ნეგატიურ შედეგებს გაძლევთ. მაგალითად, თუ მენტორი გრძნობს, რომ ის ძალიან დაღლილია იმისათვის, რომ სხვასთან საუბარი მოახერხოს, ისინი პროცესში ნაკლებად ჩართულებიც იქნებიან. თუმცა აქ მენტორებმა, შესაძლოა, მსგავსი განცალკევება არასწორად გაიგონ და არასაინტერესოდ, აპათიურად ან მენტორობის ნიჭისა თუ პოტენციალის ასახვად ჩათვალონ. 

ხოლო თუ თქვენს მთლიან ენერგიას მენტორობისთვის დახარჯავთ, მნიშვნელობა აღარ ექნება განზრახვას, თქვენი საქმის შესრულებას ან ვინმეს დახმარებას მაინც ვერ მოახერხებთ. აქ კი ის გზებია მოცემული, რომლებიც მენტორობისგან გადაღლილობის დადგენასა და დაძლევაში დაგეხმარებათ:

იცოდეთ ნიშნები და რუტინულად შეაფასეთ თქვენი გადაღლილობის რისკ-ფაქტორები

დრო დაუთმეთ რეგულარული საფუძვლების ასახვას, რათა მენტორობისგან გადაღლილობის ნიშნები მალევე ამოიცნოთ. ყურადღება გაამახვილეთ ისეთ სიგნალებზე, როგორებიცაა, ქრონიკული გადაღლილობა, ხშირი ცინიზმი, აპათიური დამოკიდებულებები. სთხოვეთ სანდო კოლეგებს თქვენს ემოციებს დააკვირდნენ. შესაძლოა, მათ შეამჩნიონ, რომ გადაღლილი ხართ, ყურადღების გამახვილება გიჭირთ და გადაიტვირთეთ. სთხოვეთ მათ ამაზე ისაუბრონ და როცა გადალილობას ან კომპეტენციის დაქვეითების ნიშნებს გამოავლენთ, იმის შანსიც გექნებათ, რომ მათ მხარი მზრუნველობით დაგიჭირონ. 

დაზოგეთ თქვენი მენტორული ძალისხმევა

შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რომ მაღალი ხარისხის მენტორული ურთიერთობები მხოლოდ ტრადიციულ ერთი-ერთზე ფორმატში მიიღწევა. ისეთი მენტორული მოდელები განიხილეთ, რომელიც თქვენს დროს მაქსიმალურად გამოიყენებს და მენტორობაზე წვდომასაც გააფართოვებს. მაგალითად, შექმენით ახალ დაქირავებულთა კოჰორტები, რომლებიც, შესაძლოა, ყოველთვიურად იმ რამდენიმე მენტორს შეხვდნენ, რომელთაც მათი დახმარება და ხელმძღვანელობა შეეძლება. ისინი მენტორებისა და ერთმანეთისგან ისწავლიან. ამასთან, კოლეგებთან მენტორული კავშირებიც შეიძლება განიხილოთ, აქ უფრო ურთიერთობის არაფორმალური კავშირები იგულისხმება. თქვენ სხვებს მენტორობაც შეგიძლიათ ასწავლოთ, რითაც სწავლების მემკვიდრეობის ხესაც შექმნით. დაბოლოს, სარეზერვო გეგმაც უნდა გქონდეთ, თუ მენტორობის შემცირება დაგჭირდებათ, რათა თქვენს მომხმარებლებზეც ისე ზრუნავდნენ, როგორც თქვენ საკუთარ თავზე ზრუნავთ. 

გახადეთ მენტორობა სახალისო

NBA-ის ცხრა გზის ჩემპიონმა და მწვრთნელმა სტივ კერმა აღნიშნა, რომ მას სურდა, კალათბურთი ყოველთვის სახალისო დარჩენილიყო, რაც მისი ძირითადი ღირებულებებიდან ერთ-ერთიც იყო. ამგვარად, იგი ყოველთვის ცდილობდა პრაქტიკა სახალისო, გუნდი კი ერთიანი გაეხადა… ხოლო ახლა კითხვა რატომ? განვიხილოთ — ინსპირაცია და სრულყოფილი მენტორობა შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში. მენტორობა კი ღირებულებათა შეთანხმების სამუშაოა და ნამდვილად სრულფასოვანია — ეს არა მხოლოდ ენერგიის ამოწურვა, არამედ მისი გამომუშავებაცაა. დაფიქრდით წიგნის კითხვაზე, კონფერენციაზე ერთად წასვლაზე ან მოერგეთ საერთო როლს.

ისაუბრეთ გადაღლილობაზე

გაიგეთ კონტექსტის, მისი რეალობისა თუ გამოწვევების შესახებ. იყავით ღია და გამჭვირვალე საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და თქვენს მომხმარებლებთან ერთად შემცირებული შესაძლებლობების მქონე ადგილიდან მუშაობის შედეგები განიხილეთ. მაშინაც თუ ხელში არაფერი გაქვთ, ეს გამჭვირვალე და მოწყვლადი როლური მოდელი, შესაძლოა, ძალიან გავლენიანი აღმოჩნდეს. თქვენი არასრულფასოვნების ჩვენებაშიც დაგეხმარებათ. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ურთიერთობაში ფარდობითი ძალაუფლება გაქვთ. მოერიდეთ იმას, რომ თქვენმა მომხმარებელმა თქვენივე გადაღლილობის გამო პასუხისმგებლობა იგრძნოს. თვითშემეცნებისა თუ თავის მოვლის მოდელში თვითგამჟღავნების სტრატეგია გამოიყენეთ, რათა თქვენს მომხმარებლებს მნიშვნელოვანი უნარების სწავლაში დაეხმაროთ. ეს გულწრფელი საუბრები იმის გაგებაშიც დაგეხმარებათ, გჭირდებათ თუ არა შეხვედრების სიხშირის შემცირება. ლიდერებს კი ორგანიზაციაში მენტორების დახმარება სწორედ მათი წვლილის აღიარებით შეუძლიათ. 

დიახ, კარგი მენტორობა და გადაღლილობის თავიდან აცილება ერთდროულად ნამდვილად შესაძლებელია. მაღალი დონის მენტორებს ესმით, რომ მენტორობა მათი პროფესიული და პირადი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ნაწილი შეიძლება იყოს. ისინი მენტორული ურთიერთობებისგანაც ძალიან ბევრს იღებენ.

გადაღლილობის თავიდან აცილების გასაღები პოტენციურ გამოწვევებთან გულწრფელად ყოფნაა, რაც მენტორობის დღევანდელ გარემოს უკავშირდება. კარგი მენტორები მომხმარებლებზე სრულად ფოკუსირდებიან, თუმცა ასე საკუთარი თავის შემთხვევაშიც უნდა მოიქცნენ. მენტორებსა თუ კოლეგებთან თქვენი ემოციური კეთილდღეობისა და საზღვრების შესახებ მკაფიო უნდა იყოთ. გქონდეთ ისეთი მონიტორინგის სისტემები, რომლებიც როგორც თვითშემეცნებაზე, ისე კოლეგებთან გამჭვირვალე ჩართულობაზეა ორიენტირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაიცანით საკუთარი თავი და შექმენით ახლო კოლეგების თანავარსკვლავედი, რომლებიც საკმარისად ზრუნავენ და გენდობიან იმისათვის, რომ რეალური უკუკავშირი მოგაწოდონ მაშინ, როცა თქვენი მენტორული განსჯის უნარი გაქრობას იწყებს. 

წყარო: HBR



„ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში BMW-სა & MINI-ს ოფიციალური იმპორტიორი ხდება

თიბისი კონცეპტი თავის მომხმარებლებს ჯაზ მატარებლით მგზავრობას სთავაზობს