შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილ ადგილზე დაყენებული ავტომობილის პატრონები დიდი ხანია სოციალურ ქსელში დაცინვის ობიექტად იქცნენ.
ბრაზილიაში არასწორი პარკირების წინააღმდეგ წამოწყებულმა უწყინარმა აქციამ მნახველების რეკორდული რაოდენობა – 10 მილიონი დააგროვა.
აქცია ბრაზილიელმა ვიდეობლოგერებმა განახორციელეს, რომლებმაც არასწორ ადგილზე პარკირებული ავტომობილი ლურჯი და თეთრი სტიკერებით დაფარეს. აქციას ბრაზილიის პოლიციამ ხელი შეუწყო და მანქანის მეპატრონის საჩივარს ჯარიმით უპასუხა.
https://youtu.be/HmpsJej64f8