in ,

Google-ის ახალი ფუნქცია – ვირტუალური რეალობის მეშვეობით მაკიაჟს მოირგებთ

იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის დროს უსაფრთხოდ ყოფნა კრძალავს სავაჭრო ცენტრებში საათობით სიარულს, სილამაზის დახლთან დაყოვნებას და ა.შ. Google-მა ModiFace-სა და Perfect Crop-თან თანამშრომლობით შექმნა ახალი სავაჭრო ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორი მაკიაჟი შეგეფერებათ.

აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა L’Oreal, MAC Cosmetics, Black Opal და Charlotte Tilbury. თქვენ ნახავთ მათ ტუჩსაცხებსა და თვალის ჩრდილებს, როგორ გამოიყურება ისინი სხვადასხვა ტონალობის კანზე. NARS-ისა და MAC-ის პროდუქციას კი უშუალოდ მოირგებთ საკუთარ თავზე.

თუმცა, ადამიანთა უმეტესობა პროდუქტის რეალურად ხილვას, კონსულტატებისგან რჩევის მიღებას და ტესტერების გამოყენებას ამჯობინებს.

როგორია ყველაზე უცნაური შობა? – Home Alone-ით შთაგონებული საახალწლო რეკლამა

Uber-ის ახალი შეთავაზება – ვაქცინაციის მსურველებს მგზავრობა დაუფინანსდებათ