in

როგორ ეხმარება AR რეკლამა კომპანიებს მომხმარებელთან უკეთეს კომუნიკაციაში

როგორია AR ტექნოლოგიის როლი შესყიდვისას? ამის შესახებ, კომპანია Magna-მ, Snap-თან თანამშრომლობით, კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი AR რეკლამის შესაძლებლობების შესწავლა, მისი უკეთ გაგება და შესყიდვის პროცესზე გავლენის დაკვირვება იყო. ამ გზით, სურდათ მომხმარებლებს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მიღებაში დახმარებოდნენ.

კვლევა რამდენიმე ბრენდთან მიმართებაში ჩატარდა. მათ შორის იყო LEGO Group, რომელიც ხუთ სხვადასხვა ბაზარზე გამოიკვლიეს – ავსტრალიის, აშშ-ის, კანადის, საუდის არაბეთისა და საფრანგეთის.

AR ტექნოლოგიის პოტენციალის უკეთ შესასწავლად, Snapchat AR-ის განსხვავებული ლინზები გამოიყენეს. მათ შორის იყო გასათობი, კამერის, ინტერაქციული და შოპინგისთვის განკუთვნილი ლინზები.

აი, კვლევის საკვანძო მიგნებები:

* AR-ის გამოყენებისას, მომხმარებლები უფრო მეტად აქტიურობდნენ შესყიდვის პროცესში (+6%)
* AR რეკლამით არამხოლოდ ბრენდის მეტრიკა უმჯობესდება, არამედ მომხმარებლებისთვის სასარგებლოა, ეხმარება ინფორმაციის მიღებასა და შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
* მომხმარებელთა 5%-მა AR უფრო ინფორმატიულად მიიჩნია, ვიდრე ვიდეორგოლი. AR-ის სარგებლიანობა +6%-მა აღნიშნა, ხოლო ბრენდთან კავშირი +14%-მა.
* AR საკმაოდ ეფექტურია მაშინაც, როდესაც მომხმარებელი უშუალოდ შესყიდვის ეტაპებს გადის.
* როდესაც AR რეკლამა შესყიდვის პროცესის შუაში განათავსეს, ეფექტიანობა 11%-ით გაიზარდა.

Snap-ში ფიქრობენ, რომ AR საცალო გაყიდვების ახალი სტანდარტია. ის მომხმარებლებს პროდუქტის საკუთარ თავზე აღქმაში ეხმარება. AR ტექნოლოგია მარკეტინგის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილება.

 

წყარო: bandt

ქალთა ჯანმრთელობის რეკლამები „ტაბუს დამრღვევია“

“Tomorrow Begins Today” — ახალი სამოტივაციო კამპანია ფინანსური კრიზისის დასაძლევად