13
Dec
2016

არ ვირბინოთ?! – Nike–ის კამპანია დროის უაზროდ ხარჯვის წინააღმდეგ

13 Dec 2016

Elit Electronics
Elit Electronics


ტელევიზიისა და სოციალური ქსელების აქტუალობა ისეთ მწვერვალებს აღწევს, როგორიც ჯერ არ ყოფილა. სამაგიეროდ, თავის მნიშვნელობას კარგავს ჯანსაღი ცხოვრება, ვარჯიში. ისეთი კომპანიისთვის კი, როგორიც Nike–ია ამ ფაქტთან შეგუება არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, ბრენდმა შექმნა ვიდეორგოლი, სადაც მხოლოდ წარწერებს ვხედავთ და რობოტის მსგავსი ხმა გვესმის.

ერთწუთიანი ვიდეორგოლი ჯერ დეტალურად ანგარიშობს იმ ძვირფას დროს, რასაც ვხარჯავთ სოციალურ ექსელებზე, ხოლო შემდეგ უფრო დაწვრილებით განიხილავს, რაში ვხარჯავთ ამ უძვირფასეს დროს. 10 საათი დღეში, 152 დღე წლიწადში და 32 წელი მხოლოდ იმისთვის, რომ სრულიად არასაჭირო ინფორმაციით გადავიტვირთოთ ტვინი და ნაკლები დრო დავუთმოთ იმას, რაც გაცილებით მეტად გვჭირდება.

განხილვა