in

ნახეთ: გაფართოებულ რეალობაზე დაფუძნებული ფერადი ფრესკა

ნამუშევარი Tonton-ს (იგივე, მაქსიმილიან გოლდინს) ეკუთვნის

Sea Point Promenade ყველასათვის საყვარელი ადგილია, სადაც ყველა ფენის ხალხი იყრის თავს. ბოლო წლებში კი მხატვრული გამოხატვისა და გამოფენების ადგილად იქცა. ბოლო შედევრი კეიპტაუნელ დიზაინერს, მხატვარსა და ილუსტრატორს Tonton-ს (იგივე, მაქსიმილიან გოლდინს) ეკუთვნის.

ქალაქის ნებართვით, Sea Point Waterfront საპირფარეშოს ექსტერიერი Tonton-ის ნამუშევრებით შეიმკო. ფერადი ფრესკა უნიკალურ ვიზუალურ ენას გამოხატავს. ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარი Plascon-ის ინიციატივის ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეებში მეტი ფერის გამოჩენას უწყობს ხელს.

“ამ ფრესკის იდეა, სახელწოდებით, “ზღვისპირა ცირკი”, მხიარული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია, რომელიც გარემოს ხალისს მატებს და ყველას გააღიმებს, ვინც მას ნახავს” – განმარტავს მხატვარი, რომელსაც SJ Artists ხელმძღვანელობს.

ეს ნამუშევარი მაყურებლებთან AugmentedCities.co-ს საშუალებით ურთიერთქმედებს. ჭკვიანი მოწყობილობების მქონე ადამიანებს უფრო მრავალფეროვანი, განუმეორებელი გამოცდილების შექმნა შეუძლიათ – სმარტფონების სკანირების მეშვეობით, ფიგურები ამოძრავდება და მათ შესახებ მეტი ინფორმაცია გამოჩნდება.

როგორც მხატვარი აღნიშნავს, მისთვის ინსპირაციის წყაროდ ბუნებას, წარმოსახვასა და თამაშს იყენებდა. მისი დიზაინი ექსპრესიული, ფერადოვანი და კრეატიულია. Tonton-მა საკუთარი ხედვის სრულყოფილად გადმოსაცემად მაღალი ხარისხის აკრილის ემულსია გამოიყენა, რომელიც კარგად უძლებს ცუდ ამინდს.

“ეს ჩემი ერთ-ერთი დამახასიათებელი სტილია – სამყაროს შექმნა ფერებისა და ფორმის გამოყენებით, აბსტრაქტული პერსონაჟების გამოსახვა და მათ შორის დამყარებული ერთგვარი ბალანსი. აღფრთოვანებული ვარ, რომ ნამუშევრის ვირტუალურად გაცოცხლება შემიძლია” – ამბობს მაქსიმილიანი. მართლაც, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის კომბინაცია განსაკუთრებულ შედეგს ქმნის.

ამასთან, “პლასკონის” დეკორატიული მარკეტინგის ხელმძღვანელის, სუვასინ მუდლიმის თქმით, კომპანია ძალიან კმაყოფილია მიღებული შედეგით.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო: ვაჟა-ფშაველა“ გაიმართა

„არ გაჩერდე, საქართველო“ – „საქართველოს ბანკის“ ვიდეორგოლი Tokyo 2020-სთვის