ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ყველაფერზე მდუმარედ თანახმა ვიყოთ და იმ მოცემულობას დავემორჩილოთ, რაც შესაძლოა, ჩვენთვის შინაგანად სულაც არ იყოს მისაღები. ხშირად, საჭიროა “არა”-ს თქმა! არა მოუხერხებელ ტანსაცმელს, არა უხერხულ მდუმარებას, არა ფეხსაცმელს, რომელიც ფეხს გვტკენს, არა მეგობრებს, რომლებიც იმედს გვიცრუებენ, არა ბოდიშებს… მოკლედ, “არა” ყველაფერს, რაც წინსვლაში ხელს გვიშლის. ტანსაცმლის ბრენდი Marks & Spencer მომხმარებელს ახალ, ძალიან ძლიერ და ეფექტურ სარეკლამო ვიდეორგოლს სთავაზობს. არაჩვეულებრივ კამპანიაზე #SpendItWell სააგენტო Valenstein & Fatt-მა იმუშავა.
“არა” ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის ცხოვრებაში! – Marks & Spencer-ის კამპანია #SpendItWell











