in ,

როგორ კეთდება არაბული რეკლამა

ნაციონალური და რელიგიური მიზეზების გამო  მუსულმანურ ქვეყნებში რეკლამას ბევრი შეზღუდვა და განხსვავებული კანონი აქვს.

ნებისმიერი რეკლამა ან ლოგო, რომელიც მუსულმანურ ქვეყნებში იქმნება აუცილებლად მათ რელიგიურ შეხედულებებს და კულტურულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამის გამო ზედმიწევნით ყველა არაბული სიმბოლოს ცოდნაა საჭირო.

შეიძლება ისეთი უმნიშვნელო რამ, რაც რეკლამისთვის ცხოველის გამოყენებაა არასწორედ ინტერპრეტირებული იყოს და კომპანიას დიდი  სკანდალის ფასად დაუჯდეს. მაგალითისთვის: ძაღლი – ბინძურ ცხოველად ითვლება, ამიტომ იშვიათია მუსულმანურ ქვეყნებში რეკლამა, სადაც ძაღლია გამოყენებული. თევზი – ქრისტიანობას ნიშნავს, ყვავი – სიკვდილს, ქამელეონი – თვალთმაქცობას და ა.შ.

ნებისმიერი ჯადოქრობის სცენა მუსულმანებისთვის მიუღებელია. ისეთი პერსონაჟები,რომლებიც არიან ჯადოქრები, ვამპირები და უცხოპლანეტელები ღმერთის შეურაწყოფის ანალოგია და ეს თემა ტაბუირებულია.

რეკლამის დროს მომხმარებლისთვის სწორი სიტყვების შერჩევის გარდა, ისლამურ ქვეყნებში ორმაგი სამუშაოა ჩასატარებელი.  სიტყვები ” ძალაუფლება”, “ყოვლისმომცველი” ,”შემქმნელი” – ჯობია რეკლამის ლექსიკადან ამოღებულ იქნას. დიდი შანსია მათი არასწორ კონტექსტში ჩასმის. ნარკოტიკები, ალკოჰოლი, უბრალოდ ცარიელი ჭიქაც დაუშვებელია. გამონაკლისს სოციალური რეკლამა წარმოადგენს, რომელიც ანტი კამპანიას მოიცავს.

ნებისმიერი კადრი, სცენა, ფოტო, რომელშიც სექსუალურობა, სექსუალური სცენაა, ასევე კანონის დარღვევად ითვლება. არ გამოიყენება სიტყვები სიამოვნება, მადის აღმძვრელი და ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც შეიძლება სექსუალური ინტერპრეტაცია მიეცეს .

ისლამი არ აღიარებს ადამიანის სხეულის გამოჩენას. ამ კანონთან ყველა მუსულმანურ ქვეყანას თავისი მიდგომა გააჩნია. არის ქვეყნები, სადაც დასაშვებია არამუსულმანის სხეულის გამოჩენა, არის ქვეყნები, სადაც საერთოდ ყველა რელიგიის ადამიანის სიშიშვლე აკრძალულია.

არაბული ცენზურა ხშირად კრიტიკის და იუმორის საგანი ხდება. მაგალითად ლონდონის მეტროში Dolce & Gabbana და Wonderbra-მ ბილბორდები არაბული სტანდარტის მიხედვით შეღებეს. შედეგი შეგიძლიათ ფოტოებზე ნახოთ.

 

ბრიტანულ ბრენდ Kushbu-ს, ბრიტანელი მუსულმანებისთვის ცალკე სარეკლამო კამპანიის გაკეთება მოუწია.  მათი ყველა ტრადიციის და კანონის დაცვით და ცენზურა გავლილი სლოგანით ” ახალგაზრდა, ქალური, მორიდებული და მოდური”.

 

სააგენტო Ogilvy Jeddah-მა Change Lingerie-ს ქალის საცვლების საუდის არაბეთში რეკლამირებისთვის სპეციალური პოსტერები გააკეთა.  სიშიშვლესთან დაკავშირებით მათ სარეკლამო სლოგანის და ახალი კონცეფციის მოფიქრება მოუწიათ, რომელიც წარმატებით გადაათამაშეს და შედეგად კამპანია  “ყველაფერი საცვლების გარდა” მიიღეს (იგულისხმება არაფერი არ ჩანს საცვლების გარდა).

ზოგჯერ თვითონ არაბებს უწევთ თავისი კანონების ამოქმედება და სააგენტოების დახმარების გარეშე თვითონ  “ფარავენ” მუიღებელ ადგილებს. შედეგად გაფერადებულ ჟურნალებს და პოსტერებს ვიღებთ.

ულტრაკონსერვანტებთან ქალის რეკლამაში გამოჩენა ძალიან იშვიათია, იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც მათ მხოლოდ თვალები უჩანთ.  კომპანია Olay -მ არაბი ქალების კონკურსი მოაწყო, სადაც საუკეთესო თვალს ირჩევდნენ, პრიზი ლონდონში გამგზავრება და პროფესიონალური ფოტოსესია იყო.

რაც შეეხებათ ყველაზე კონსერვატულ ქვეყნებს, მანდ ღია თვალის გამოჩენაც დაუშვებელია. ამ კანონის გამო ხშირად სასაცილო რეკლამა გამოდის. მაგალითად  კაცი, რომელსაც თვალების მაგივრად კბილები აქვს.

არაბების ფსიქოლოგიაში იმდენად გამჯდარია ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგი, რომ ისინი დღემდე ჯვარს არ იყენებენ (ნებისმიერი ფორმით და შინაარსით). ამიტომ მათთან არ არსებობს ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” მათ სახელი გადაარქვეს და წითელი ნახევარმთვარე დაერქვა. ფიფქის გამოყენება კანონის დარღვევად ითვლება, ასევე დავითის ვარსკვლავი. დარღვევად ითვლება აშშ-ს დროშაზე გამოსახული ვარსკვლავებიც.

 

განსაკუთრებულ კრიტიკას და რედაქტირებას ფილმები გადიან. ისინი ზუსტად უნდა აკმაყოფილებდნენ არაბულ კულტურულ, მენტალურ და რელიგიურ კრიტერიუმს.

 

 

რამადანის დროს ბევრი კომპანია იძულებულია თემატური რეკლამები გააკეთოს. თითქმის ყველა მაღაზიის  ვიტრინა დახურულია და საჭმლის რეკლამა ან არ არის, ან თვითონ პროდუქტი მხოლოდ შეფუთულ მდგომარეობაში ჩანს.

ერთ–ერთი ყველაზე რთული პროდუქტი შამპუნია, მის რეკლამაში თმა არ უნდა ჩანდეს.

ვიაგრას რეკლამა მხოლოდ იმის გამო არ დაბრაკეს, რომ მასში მაქსიმალურად გადატანითი სიმბოლოები გამოიყენეს.

აზიურ ბაზართან ადაპტაციისთვის ბრენდებს იმ ენაზე სთხოვენ წარწერის გაკეთებას, რომელ სახელმწიფოშიც უნდა გაიყიდოს. ამ დროს ბრენდის სტილის შენარჩუნება მხოლოდ მისი ფერის და ლოგოს მეშვეობით ხდება, წარწერა და ბრენდის შრიფტი უფრალოდ იკარგება. ბევრი ქვეყნის კანონის მიხედვით პირველი წარწერა მათ ენაზე უნდა იყოს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ბრენდის ორიგინალური წარწერის გამოყენება.

გიორგი მიქაია

გიორგი მიქაია – ვიზუალური ბრენდინგის სპეციალისტი

ჯადოქარი და Samsung Galaxy S4