18
Aug
2016

არაჩვეულებრივი სკოლის ფორმა ბავშვებისთვის Marks & Spencer–ისგან

18 Aug 2016

Elit Electronics
Elit Electronics


რაც უფრო ცოტა დრო რჩება სკოლის დაწყებამდე, მით უფრო მატულობს მშობლების საზრუნავი. ამ დროს, ყველაზე პრობლემური სასკოლო ტანსაცმელი და ფორმაა. ტანსაცმელი ლამაზიც უნდა იყოს და კომფორტულიც, ისეთი, რომ მალე არ დაიხეს და არ გაჭუჭყიანდეს. ამოცანა, ცოტა არ იყოს, რთულია თუმცა, Marks & Spencer-მა დავალებას თავი მშვენივრად გაართვა.

 

 

სკოლის ფორმის შექმნაც ერთგვარი ხელოვნებაა. M&S–ის 2016 წლის სკოლის ხაზი ნამდვილი შემოქმედებაა – ფორმა, რომელიც პირველ რიგში არის ძალიან ლამაზი, დახვეწილი, კომფორტული და თანამედროვე, არ ჭუჭყიანდება მარტივად. ეს ფაქტორი მშობლებისთვის ნამდვილი შვებაა, მარტივად იტანს სარეცხ მანქანაში რეცხვას, არ კარგავს ფორმას, არ საჭიროებს განსაკუთრებულ დაუთოვებას და ყველაზე მთავარი, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლის ასაკში ბავშვები სიმაღლეში სწრაფად იზრდებიან და ლამის ყოველთვე ახალი ტანსაცმელი სჭირდებათ, M&S–ის ფორმა ისეა შეკერილი, რომ მისი დაგრძელებაა შესაძლებელი.

მაშ ასე, ძვირფასო მშობლებო, ეს შესაძლებლობა ნამდვილად არ არის ხელიდან გასაშვები. გაულამაზეთ ახალი სასკოლო წელი თქვენს შვილებს და შეიმსუბუქეთ საზრუნავი Marks & Spencer–თან ერთად.

განხილვა