მოტოციკლების აღჭურვილობის მაღაზია, „პიტსტოპ მოტო”, რომელიც თბილისში მდებარეობს, მომხმარებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. ის ჩაფხუტების იაპონური მწარმოებლის, ARAI-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის პროდუქტების შეძენა უკვე პიტსტოპშიც იქნება შესაძლებელი.
ARAI Helmet 70 წელზე მეტია არსებობს. ეს არის კომპანია, რომლის ისტორიაც 1900-იან წლებში იწყება და დღეს ცნობილია, როგორც საუკეთესო ხარისხის ჩაფხუტების დამამზადებელი ბრენდი, რომლის მთავარი ნიშაც უსაფრთხოება და დაცულობის შეგრძნებაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ჩაფხუტი ხელნაკეთია და დამზადებულია კვლევებზე დაყრდნობით, რაც ეხმარება მას, იყოს უფრო გამძლე და აიტანოს მაქსიმალური ზემოქმედება. ამ ჩაფხუტებს იყენებენ როგორც რიგითი ბაიკერები, ისე მოტოსპორტის მონაწილეებიც.
ასეთი ბრენდის პროდუქციის ბაზარზე შემოტანა პიტსტოპ მოტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია მომხმარებლისთვის იმის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, რომ ხარისხსა და უსაფრთხოებას პიტსტოპიც განსაკუთრებით უფრთხილდება. ARAI Helmet-ის გარდა პიტსტოპ მოტოში სხვა ლიდერი ბრენდების ჩაფხუტების შეძენაც შეგიძლიათ, როგორებიცაა: Shoei, Caber, Nexx, Suomy, Kyt, Mt და სხვა.
მაღაზია პიტსტოპ მოტო რ. აგლაძის N11ა-ში მდებარეობს და ის გთავაზობთ არჩევანს, რომელსაც ენდობით.
[R]