პრემიუმ კლასის სპირტიანი სასმელების ბრენდი Finlandia Vodka საქართველოში ახალ გლობალურ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანია ახალგაზრდებთან დაკავშირება და დღევანდელ კულტურულ ტენდენციებზე მორგება – კერძოდ, როდესაც ადამიანებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გონივრული და ღირებულებებზე დაფუძნებული ალკოჰოლის მოხმარება.
ინსაითების კვლევის კომპანია The Future Laboratory-ის მიხედვით, ახალგაზრდების ახალი თაობა ეძებს პირად დროსა და სივრცეს, სადაც შეძლებენ სიამოვნებით ტკბობას – წნეხისა და ვალდებულებების გარეშე. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება კამპანიის სლოგანი “სუუუულ სხვაა“ (გლობალური კამპანია – It’s Soooooo Fine”), რომელიც ორმაგ მნიშვნელობას ატარებს: ის გამოხატავს როგორც Finlandia-ს უნარს, შექმნას მარტივი და სასიამოვნო მომენტები, ასევე მიანიშნებს პროდუქტის ხასიათზე – Finlandia არის ერთადერთი არაყი, რომელიც მარცვლის სირბილით სასიამოვნოდ ისმევა, რაც ფინეთის “შუაღამის მზის“ დამსახურებაა.
კამპანია შემუშავებულია DDB Paris-ის მხარდაჭერით. მასში ცენტრალური ადგილი უჭირავს ფერად, თბილ და კრეატიულ სამყაროს, სადაც სიამოვნება მთავარ ღირებულებად გვევლინება.Finlandia-მ და DDB Paris-მა კამპანიაზე მუშაობისთვის მოიწვიეს Emmy-award-ის მფლობელი რეჟისორი და Gucci-ს კრეატიული პარტნიორი, მაქს ზიდენტოფი, რომელმაც კამპანიას მისთვის დამახასიათებელი უნიკალური და იუმორით გაჯერებული სტილი შესძინა.
კამპანიის ახალ ვიდეორგოლებში წარმოდგენილია რამდენიმე მხიარული პერსონაჟი, რომლებიც Finlandia-ს სხვადასხვა მრავალფეროვან გარემოსა და სიტუაციაში – კლუბებსა და ბარებს მიღმა – თავისუფლად მიირთმევენ. ისინი ამ სამყაროში გვპატიჟებენ გზავნილით: აქ არ არსებობს „დამნაშავე სიამოვნება“, უბრალოდ, არსებობს არასწორი გარემო. ისინი გვარწმუნებენ, რომ ვიპოვოთ ჩვენი უნიკალური ბედნიერება მაგალითად, „ჩაამატე ჟელიბონის დათუნიები არაყში“ – და ეს „სუუულ სხვაა“.
Finlandia-ს 360-გრადუსიანი მარკეტინგული კამპანია 25 მაისიდან დაიწყო საქართველოში და მოიცავს გარე რეკლამას (OOH), ციფრულ არხებს, სოციალურ მედიას და საცალო/ჰორეკა სექტორში განხორციელებულ აქტივაციებს. კამპანია ეტაპობრივად გრძელდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
2 ივნისიდან – 8 ივნისამდე თბილისის მასშტაბით რამდენიმე ჰორეკა ობიექტზე გაიმართება Finlania-ს კოქტეილის კვირეული. კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ, ისეთი ბარ-რესტორნები, როგორებიცაა: Suzie Wong, Shushabandi, Bar Leo, Cocktail Factory, DPS, BARBAR’A. სტუმრებს ელით ექსკლუზიურად კვირეულისთვის შექმნილი Finlandia-ს კამპანიაზე აგებული სპეციალური კოქტეილ მენიუ.
Finlandia მხოლოდ ფინეთში იწარმოება და შედის მსოფლიოს ტოპ ათეულში STD+ კატეგორიის არაყის ბრენდებს შორის. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არაყის ბრენდია საქართველოში და 2024 წლის მონაცემებით, ფლობს 15%-იან ბაზრის წილს სტანდარტულ+ პრემიუმ კატეგორიაში.
კამპანიის შესახებ კომენტარი გააკეთა Olena Klymenchuk-მა, Finlandia-ს გლობალურმა მარკეტინგის დირექტორმა: „Finlandia არაყი ხანგრძლივი ისტორიითა და უალტერნატივო ხარისხით გამოირჩევა. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ Finlandia-ს პრემიუმ იმიჯი და შევქმნათ უფრო მჭიდრო ემოციური კავშირი ახალ თაობასთან. ვიცით, რომ ახალგაზრდა მომხმარებლებს სურთ სიხარულისა და გასაზიარებელი გამოცდილების მომენტების შექმნა, და Finlandia-ს განსაკუთრებული გემო ამ გამოცდილების ნაწილი შეიძლება გახდეს – იქნება ეს მეგობრებთან ერთად ბარში გატარებული საღამო თუ იდეალური სერვი სახლში.
ჩვენ ვქმნით ახალ, საინტერესოდ შეფუთულ ბრენდ იდეას, რომელსაც უნივერსალური მიზიდულობა აქვს და Finlandia-ს თანამედროვე კულტურულ კონტექსტში ავითარებს. გვეამაყება ჩვენი ფინური წარმოშობა და მუდმივი ხარისხი, თუმცა ეს კამპანია ბრენდს ახალ, ავთენტურ ხმას აძლევს.“
Finlandia Vodka-ს შესახებ
Finlandia დაარსდა 1970 წელს და დღეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი არაყის ბრენდია. ბრენდი ყოველწლიურად 2.5 მილიონზე მეტი 9-ლიტრიანი ქეისით იყიდება გლობალურად. ხელმისაწვდომია როგორც კლასიკური, ისე არომატიზებული ვერსიებით.
Finlandia-ს ორი ძირითადი ბუნებრივი ინგრედიენტი ფინურ გარემოზეა დაფუძნებული: Suomi (ფინური) ქერი, რომელიც „შუაღამის მზის“ პირობებში მწიფდება 72 დღის განმავლობაში, და გლაციალური, სუფთა წყალი. შედეგი კი – მზის და ყინულის კოცნაა: არაყი საოცრად რბილი გემოთი და ხავერდოვანი ტექსტურით.
Coca-Cola HBC-ის შესახებ
Coca-Cola HBC არის მზარდი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია და The Coca-Cola Company-ის სტრატეგიული ბოთლინგ პარტნიორი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ღირებულება ყველა დაინტერესებული მხარისთვის და ხელი შევუწყოთ იმ საზოგადოებების სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას, რომლებშიც ვმუშაობთ.
მხედველობაში გვაქვს, ვიყოთ 24/7 სასმელების წამყვანი პარტნიორი – ჩვენი პორტფოლიო მოიცავს უძლიერეს ბრენდებს ყველა კატეგორიაში, მათ შორის: Coca-Cola, Coca-Cola Zero Sugar, Fanta, Sprite, Schweppes, Kinley, Costa Coffee, Caffè Vergnano, Valser, FuzeTea, Powerade, Cappy, Monster Energy, Finlandia Vodka, The Macallan, Jack Daniel’s და Grey Goose.
ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ სამუშაო გარემოს 33,000 თანამშრომლისთვის და ვთვლით, რომ გარემოზე დადებითი გავლენის მოხდენა ჩვენი მდგრადი ზრდის განუყოფელი ნაწილია.
Coca-Cola HBC წარმოადგენს ერთ–ერთ საუკეთესო ESG კომპანიას მსოფლიოში და რეგულარულად ხვდება წამყვან ინდექსებში, როგორიცაა: 2024 Dow Jones Best-in-Class Indices, CDP, MSCI ESG, FTSE4Good და ISS ESG.
Finlandia-ს იმპორტიორი საქართველოში: კომპანია GD Alco
[18+]
[R]