6
Jul
2017

ბავშვებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არასაბავშვო ინფორმაცია – პრინტ კამპანია მათი უფლებების დასაცავად

6 Jul 2017

ბავშვების უმეტესობას აქვს სმარტფონი და თავისუფალი წვდომა კომპიუტერთან თუ ინტერნეტ სივრცესთან. პატარებმა თითქმის ისევე კარგად იციან ამ ტექნოლოგიით სარგებლობა, როგორც უფროსებმა. შესაბამისად, მათთვის ყველანაირი ინფორმაცია, რაც ინტერნეტში მოიპოვება, ხელმისაწვდომია, მათ შორის ისეთიც კი, რომელიც სრულებითაც არ არის საბავშვო. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, არ არსებობს გზები თუ საშუალებები, რითაც შესაძლოა ბავშვები მოვარიდოთ მსგავს თემებს. გერმანული ორგანიზაცია Innocence In Danger, რომელიც ცდილობს ბავშვთა უფლებები ყველა საკითხში დაიცვას და მათ ბავშვობა შეუნარჩუნოს, მსგავს საკითხებს უკვე წლებია ებრძვის. ამჯერადაც ორგანიზაციამ, სააგენტო Glow-ს დახმარებით, ახალი პრინტ კამპანია შექმნა. კამპანიისთვის მომზადებულ პოსტერებზე ბავშვები სწორედ იმ ინფორმაციას ეცნობიან, რაც მათთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. აქტივობის ძირითადი მიზანი საზოგადოების და უპირველესად კი მშობლების ცნობიერების ამაღლებაა, რადგან სწორედ მათ შეუძლიათ დაიცვან თავიანთი შვილები ამ სერიოზული პრობლემისგან.

განხილვა