in

როგორ შევცვალოთ არასასურველი ჩვევები?

M2
M2

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ ყოველდღიურობის შეცვლის სურვილი — მაგალითად, ვარჯიშის დაწყება, ახალი უნარების განვითარება… საწყის ეტაპზე ენთუზიაზმით ადგენთ გეგმას, გონებაში უამრავ დეტალს ალაგებთ და წარუმატებლობა სწორედ იქ ჩნდება, როცა „ორშაბათიდან იწყებთ“.

შესაძლოა, სპორტდარბაზში სიარული იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ფიქრობდით ან საღამოს ძალიან დაღლილი დაბრუნდით სახლში, ახალი უნარების გასავითარებლად. რა თქმა უნდა, ადვილია საკუთარი თავის დადანაშაულება დისციპლინის ნაკლებობის გამო, მაგრამ როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის ქცევის მეცნიერი ვენდი ვუდი გვარწმუნებს, ქცევის ცვლილება იშვიათად ხდება მხოლოდ ნებისყოფის წყალობით. პირიქით, ადამიანები, რომლებიც გრძელვადიან ცვლილებებს ახორციელებენ, უფრო ნაკლებ ნებისყოფას იყენებენ…

ამასთან, დოქტორ ვუდის კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ყოველდღიური ქცევების დაახლოებით 40%-ს ჩვევები წარმოადგენს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ რა არის ჩვევა და აქვს თუ არა მას ჩვენს ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა.

რა არის ჩვევები?

ჩვევები ავტომატური ქცევაა. ისინი ე. წ. ეკოლოგიური ნიშნების პასუხად წარმოიქმნება, როგორიცაა დღის კონკრეტული მონაკვეთი ან მდებარეობა. არსებითად, ჩვენი ტვინი კავშირს აყალიბებს გარკვეულ კონტექსტსა და ქცევას შორის. შემდეგ ეს ქცევა ერთგვარ რიტუალად ან ჩვევად გარდაიქმნება — ამ კონტექსტში არც კი ვფიქრობთ, რომ მას ვაკეთებთ.

ჩვევად შეგვიძლია განვიხილოთ დილით სამსახურში მისვლისთანავე ელ. ფოსტის შემოწმება, ყოველ საღამოს სახლში გარკვეული მარშრუტის გავლა, ფრჩხილების კვნეტა, როცა ნერვიულობთ, ან სოციალური მედიის დათვალიერება ძილის წინ.

როგორ ყალიბდება ჩვევები?

ჩვევები ყალიბდება, როცა ქცევისთვის „ჯილდოვდებით“ და შეიძლება არც კი იცოდეთ, რომ რაღაც ახალს სწავლობთ. როდესაც თქვენს თავს რაიმე სასიამოვნო ხდება, ტვინი ნეიროტრანსმიტერს, ანუ დოფამინს გამოყოფს. ე. წ. „დოფამინის მოზღვავება“ კი თავს კარგად გაგრძნობინებთ — შესაბამისად, ქცევის გამეორების სტიმული გაქვთ, რაცა დოფამინი მიიღოთ. დროთა განმავლობაში კავშირი კონტექსტს, ქცევასა და ჯილდოს შორის ტვინის ისეთ ნაწილებში რჩება, რომლებიც ემოციებთან და იმპლიციტურ სწავლასთან არის დაკავშირებული.

მაგალითად, თუ ყოველდღე, სამსახურიდან სახლში მიმავალს ქუჩის კუთხეში მდებარე კაფეში ყავის დალევა გსიამოვნებთ, ამ რუტინით დოფამინს მიიღებთ. მალე ეს ჩვევა იმდენად გახდება თქვენი ტვინის და ცხოვრების ნაწილი, რომ ძალიან გაგიჭირდებათ მისი შეცვლა.

საგულისხმოა ისიც, რომ ჩვევები მაშინაც კი აქტიური რჩება, როცა ისინი აღარ განიჭებთ უწინდელ სიამოვნებას. ჩვევების ცვლილების ერთ-ერთ კლასიკურ კვლევაში, მკვლევრები ცდილობდნენ, ხალხისთვის მარტივი ჩვევა შეეცვალათ: ლიფტის ნაცვლად კიბეებზე ასვლა. ისინი მათ კიბეების სარგებლობის უპირატესობებს ასწავლიდნენ, როგორიცაა ენერგიის მოხმარების შემცირება და სწრაფი ვარჯიშის უნარი. ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია…

შემდეგ კი მკვლევრებმა ლიფტის კარების დაკეტვის დრო 16 წამით გაზარდეს. შედეგად, ადამიანების დაახლოებით მესამედი კიბეებს ანიჭებდა უპირატესობას. თანაც, მას შემდეგ, რაც ლიფტის სიჩქარე თავის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, ეს ადამიანები მაინც კიბეებით სარგებლობას ამჯობინებდნენ.

როგორ შეიძლება ჩვევების შეცვლა?

შექმენით ახალი ჩვევა. მოკლედ, ჩვევის შეცვლის საუკეთესო გზა მისი ახლით ჩანაცვლებაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ახალი ქმედება მოცემულ კონტექსტში, მიიღოთ დოფამინი და გაიმეოროთ.

რა თქმა უნდა, ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. ახალი ჩვევების ჩამოყალიბება რთულია იმის გამო, რასაც ფსიქოლოგები ბარიერებს უწოდებენ. ისინი ხელს უშლის მოქმედებას, როგორიცაა მანძილი, დრო და ძალისხმევა.

შექმენით დამხმარე გარემო. უთანხმოების დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ახალი ქცევები მარტივი და სასარგებლო იქნება. იდეალურ შემთხვევაში, ახალი გარემო შეამცირებს ძველ მინიშნებებს, რომლებიც არასასურველ ჩვევებს იწვევს და გააძლიერებს მინიშნებებს, რომლებიც ახლის წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

სწორედ აქ მოქმედებს თქვენი დაგეგმვა და აზროვნება. თუ სპორტდარბაზში სიარული გიჭირთ ან უბრალოდ არ მოგწონთ, იპოვეთ საშინაო სავარჯიშო პროგრამა, რომელიც ნამდვილად მოგწონთ. თუ გსურთ დაიწყოთ კითხვა ძილის წინ, მობილური ტელეფონი სხვა ოთახში დადეთ დასატენად.

Glovo-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

როგორ შევქმნათ მშვიდი ორგანიზაციული კულტურა?