in

Purdy’s-ის ინიციატივა მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სწყურია ოცნებების ასრულება

BOG
BOG

–აბა, რა გინდა გამოხვიდე, როდესაც გაიზრდები?! მულტივიტამინური სასმელების ბრენდმა Purdy’s ეს კითხვა სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და განათლების მქონე ადამიანებს დაუსვა. მართალია, თითქმის ყველას გაეცინა, რადგან ხუმრობა ეგონათ, თანაც თვლიდნენ, რომ საკმაოდ დიდებიც არიან, მაგრამ ყველას აქვს აუსრულებელი ოცნება (თანაც არაერთი).

Purdy’s Thrive on–მა დაიწყო კონკურსი ამბიციური და თამამი ადამიანებისთვის, ვისაც თავისი ოცნების ასრულება ჯერ კიდევ სწყურია. მთავარია, ოცნება რეალისტური იყოს, მონაწილეები კი +18 ასაკის და დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლები. პრიზი 1000 ფუნტი სტერლინგი 1 გამარჯვებულს გადაეცემა ოცნების დასაფინანსებლად. თუ ვინმე იმყოფებით დიდ ბრიტანეთში, 3 ივნისამდე თქვენც შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია  ამ საიტზე www.purdeys.com/thriveon.

 

Mercedes-ის ელექტრომობილის რეკლამა ბელგიის ეკო-ქვითრებზე

მამაჩემი ყველაზე მაგარია! – სანტეს ახალი რეკლამა [Exclusive]