in

„ყველგან ყოფნა“ არასწორი მარკეტინგული სტრატეგიაა

ბრენდები ცდილობენ, რესურსები თანაბრად გადაანაწილონ Facebook-ზე, Twitter-ზე, Instagram-სა და Pinterest-ზე — ანუ, ყველა სოციალურ მედიაში აქტიურები იყვნენ. როდესაც რაღაცას ქმნიან, მას სხვადასხვა ტიპის კონტენტად გარდაქმნიან, რათა ორგანულად მოერგოს კონკრეტულ მედიას. ამასთან, თანამედროვე ტენდენციებისთვის „ფეხის ასაწყობად“, კომპანიებში აქტიურად იწვევენ მარკეტერებს, ატარებენ ვებინარებს და სესიებს — ამას ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო რეკომენდაციების მისაღებად აკეთებენ.

რეალურად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც მეწარმეები აწყდებიან, უბრალოდ იმის გაგებაა, თუ რა სტრატეგიებია სწორი უნიკალური ბიზნესის გასავითარებლად. მარკეტინგის ამ სიცხადისა და ფოკუსირების გარეშე, თითქმის შეუძლებელია ბიზნესში რაიმე რეალური პროგრესის მიღწევა. სულ უფრო მეტი რჩევის, ხრიკის და ტაქტიკის მიღება კი უბრალოდ გააბათილებს თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაში ჩადებულ ყველა ძალისხმევას.

ამრიგად, დროა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაამარტივოთ, რათა ყველაზე შესაფერის მარკეტინგულ სტრატეგიებზე შეძლოთ ფოკუსირება. სტატიაში სამი ნაბიჯია მოცემული, თუ როგორ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი იდეა უნდა განადგურდეს და რომელი უნდა განავითაროთ.

ნაბიჯი 1: გააანალიზეთ თქვენი ძლიერი მხარეები

ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი უგულებელყოფს ჩვენს ძლიერ მხარეებს. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ როცა რაღაც მარტივად გეჩვენებათ, სავარაუდოდ, ის სხვა ბევრისთვისაც მარტივია. სინამდვილეში, თქვენი ძლიერი მხარე თქვენი კონკურენტული უპირატესობაა.

თქვენი ძლიერი მხარე არის ის, თუ როგორ შეგიძლიათ გამოირჩეოდეთ სხვებისგან. როდესაც ძლიერ მხარეებს იყენებთ, იმაზე ფოკუსირდებით, რაც საუკეთესოდ გამოგდით. თქვენ გამოირჩევით — ამის ხაზგასმას კი ძალიან ბევრი მარკეტინგული სტრატეგიით ვერ შეძლებთ.

ნაბიჯი 2: ინვესტიცია ჩადეთ თქვენს ძლიერ მხარეებში

საკმარისი არ არის თქვენი ძლიერი მხარეების ცოდნა — მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ შეგიძლიათ განავითაროთ და გამოიყენოთ ისინი ბიზნესის წარმატებისთვის. ალბათ, ხშირად გაგიგიათ ფრაზა, რომ ძლიერ მხარეებზე კონცენტრირების ნაცვლად სისუსტეებზე უნდა იმუშაოთ. თუმცა ეს საპირისპიროა იმისა, როგორ გახდნენ ზოგიერთები მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მეწარმეები.

მათ იცია, რომ როდესაც სისუსტეების გაუმჯობესებაზე მუშაობთ, მხოლოდ თანდათან მიაღწევთ შედეგებს. ხოლო ძლიერი მხარეების გაუმჯობესებისას კონკრეტულ სფეროში ავითარებთ უნარებს, უფრო სწრაფად აღწევთ პროგრესს და საოცარ შედეგებს იღებთ.

გახსოვდეთ, თქვენი მარკეტინგული ენა არის კრეატიულობა — ეს ყველაფერი თქვენი მუშაობისა და შემოქმედებითი პროცესის ჩვენებაა.

ნაბიჯი 3: გააორმაგეთ თქვენი მოგება ბიზნესში

გრძელვადიანი წარმატების ნამდვილი საიდუმლო მდგომარეობს არა მხოლოდ თქვენი ძლიერი მხარეების გაგებაში და განვითარებაში, არამედ ეს აორმაგებს იმას, რაც თქვენთვის წარმატებით მუშაობს.

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მეწარმეები ყოველთვის სხვებს აკვირდებიან, თუ რას და როგორ აკეთებენ ისინი. ამის ფონზე იწყებენ ფიქრს, რომ რაღაც ახალი უნდა სცადონ და მათ მიბაძონ. რეალურად, მნიშვნელოვანია, რაციონალურად გადაწყვიტოთ, შეესაბამება თუ არა ეს ახალი სტრატეგიები თქვენს ძლიერ მხარეებს და უნარების კომპლექტს. ამიტომაც, ყველაზე წარმატებული მეწარმეები ხშირად ინარჩუნებენ მარკეტინგის მარტივ და სტრატეგიულ მარკეტინგს — მათ იციან, რომ გაორმაგება და თანმიმდევრულობა გრძელვადიანი წარმატების საიდუმლო „ინგრედიენტია“.

ŠKODA-მ VISION 7S-ის ექსტერიერის პირველი სკეტჩი გამოაქვეყნა

Spotify-ს სურს, K-Pop-ის გულშემატკივრებისთვის მთავარ პლატფორმად იქცეს