6 საათის წინ Facebook-ზე ARAY-ს ახალი რეკლამა გავრცელდა: “ARAY-ში ახალი წელი უკვე დაიწყო”. ვიდეო ძალიან კარგია და კარგადაა გადაღებული, მაგრამ მისი კონცეფცია, მუსიკა და კოპირაიტიც კი IKEA-სგანაა მოპარული.
ეს კი IKEA-ს რეკლამა. როგორ ჩვენთვისაა ცნობილი ვიდეო “მენთეშ პროდაქშენმა” გადაიღო, უცნობია ვისი იდეა იყო ამ რეკლამის კოპირება.
UPDATE: (ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მენთეშ პროდაქშენმა განცხადება გააკეთა)
გამარჯობა, გვინდა ოფიციალური განმარტება გავაკეთოთ არაის ახალ რეკლამასთან დაკავშირებით. იკეას რგოლის კოპირება იყო დამკვეთის მოთხოვნა, მიუხედავათ ჩვენი რჩევისა არაის მარკეტინგის და პიარის სამსახურმა გადაწყვიტა ამ ვიდეოს გადაღება, რაც მენთეშ ფროდაქშენმა ტექნიკურად შეასრულა… ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მხოლოდ კლიპის ტექნიკურ მხარეზე,ასევე მომავალში თუ ასეთი შემოთავაზება გვექნება როგორც პროფესიონალები კლიენტის ყველა მოთხოვნას შევასრულებთ 100 % ით.
პატივისცემით
ლაშა ჩიტაძე
პროდიუსერი
შ.პ.ს “მენთეშ ფროდაქშენი”