16
Oct
2019

როგორი იქნება „რუმს აბასთუმანი“?!

16 Oct 2019

2021 წლიდან სანატორიუმი „არაზინდო“ „რუმს აბასთუმანი“ გახდება. „აჭარა ჯგუფი“ ამ პროექტში 10 მილიონიან ინვესტიციას და 150-180 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. „არაზინდოს“ მშენებლობა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მეფობის დროს, 1910-იან წლებში, კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თაოსნობით დაიგეგმა და დაიწყო.

სანატორიუმი „არაზინდო“, 1934 წლის ფოტო/ Photo Credit: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტომატიანე

„არაზინდოს“ მთავარი ფასადის რკინის აივანსა და ფოიეს მოზაიკური იატაკის წარწერით ვიგებთ, რომ მშენებლობა 1924 წელს დასრულდა – სანატორიუმი მთელს კავკასიაში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გამორჩეული სამკურნალო და დასასვენებელი იყო.

„არაზინდოს“ შენობა დღეს (წარწერა მშენებლობის დასრულების თარიღის შესახებ)

როგორი იქნება „არაზინდოს“ შენობა უკვე სასტუმროს კონცეფციით და რა დატვირთვა ექნება „რუმს აბასთუმანს“ – „მარკეტერი“ „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ვალერი ჩეხერიას ესაუბრა:

„არაზინდოს“ შენობა დღეს

„კურორტი აბასთუმანი კლიმატური პირობებით, თერმული წყლებითა და ბუნებით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებული სარგებლობის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ამაღლებისთვის. აბასთუმანი ძალიან მალე გახდება ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური დანიშნულების ადგილი როგორც ქართველების, ისე უცხოელი სტუმრებისთვის“.

M: როგორი იქნება „რუმსი“ აბასთუმანი?

ვალერი ჩეხერია

ვალერი ჩეხერია:რუმს აბასთუმანი“ რიგით მეხუთე სასტუმრო იქნება „რუმსის“ ბრენდის ქვეშ – ყაზბეგის (2012), თბილისის (2014), კოხტასა (2019) და ბათუმის (2020) შემდეგ. ის ბრენდისთვისთვის დამახასიათებელი დიზაინისა და ესთეტიკის მიხედვით შეიქმნება. ამავდროულად, ვთვლით, რომ ადგილობრივი გარემოს გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი სასტუმროს კონცეფციაც აბასთუმნის უნიკალურობიდან გამომდინარე შეიქმნება. აქცენტს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ამაღლებაზე გავაკეთებთ.

ღია ბარათი – სანატორიუმი „არაზინდო“/Photo Credit: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტომატიანე

ღია ბარათი – სანატორიუმი „არაზინდო“/Photo Credit: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტომატიანე

M: რაც შეეხება „არაზინდოს“ ისტორიულ შენობას . . . 

ვ.ჩ. : 1924 წელს აშენებული სანატორიუმი ზუსტად ჯდება „აჭარა ჯგუფის“ კონცეფციაში. აღსადგენი და სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება ისე, რომ ნაგებობას შეუნარჩუნდეს ისტორიული სახე. გავაცოცხლებთ უნიკალურ არქიტექტურას. რესტავრაცია მოიაზრებს ნაგებობის უკვე არსებული დეტალების აღდგენას და პირველადი ვიზუალის დაბრუნებას.

სანატორიუმი „არაზინდო“/ Photo Credit: საქართველოს ეროვნული არქივი

სანატორიუმი „არაზინდო“/Photo Credit: საქართველოს ეროვნული არქივი

განხილვა