Mac მოწყობილობებისთვის შექმნილი ბრაუზერი, სახელწოდებით Arc, მომხმარებლებს პერსონალიზებული გამოცდილების ახალ დონეს სთავაზობს. უახლესი განახლების შედეგად, ყველას შეუძლია, ნებისმიერი ვებგვერდის ვიზუალი საკუთარ გემოვნებას მოარგოს.
Boosts 2.0 ფუნქციის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია — მათაც კი, ვისაც კოდირების მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ აქვთ. განახლების ფარგლებში, მომხმარებლები მოახერხებენ როგორც ფერების შეცვლას, ისე შრიფტების სხვადასხვა ვარიაციის მორგებას. ასე შეიძლება, Google Search-ის სტანდარტული თეთრი გვერდი ფერადად იქცეს.
გარდა ამისა, „zap“ ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, მონიშნოთ გვერდის ნებისმიერი ელემენტი და წაშალოთ. მაგალითად, თუ ვინმეს არ მოსწონს კომენტარები YouTube გვერდზე, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შესაძლებელია ამ ველის გაქრობა.
სამწუხაროდ, Arc ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც მომლოდინეთა სიაში დარეგისტრირდა.