in

Arc-ის ბრაუზერი Windows-ზე ბეტა რეჟიმში ჩაეშვა

M2

მას შემდეგ, რაც Mac-ის მომხმარებლებისთვის Arc ხელმისაწვდომი გახდა, დიდი მოთხოვნა გაჩნდა Windows-ის ვერსიაზეც. დღეს კი უკვე ბეტა რეჟიმში გაეშვა. რიგში 500 000 მომხმარებელზე მეტია, რომლებსაც ბეტა რეჟიმის სიაში ეტაპობრივად დაამატებენ.

თუმცა Browser Company-ის არ დაუზუსტებია, Windows-ისა და მაკის მომხმარებლებს ერთსა და იმავე ფუნქციებზე ექნებათ თუ არა წვდომა. ამჯერად მხოლოდ ის ვიცით, რომ Peek-ისა და Mini Arc-ის გადატანაზე მუშაობენ. ამიტომ, მოსალოდნელია, Windows-ზე ბრაუზერის გაშვებისას Arc-ის ყველა ფუნქცია მომხმარებლებმა ვერ იხილონ.

საინტერესოა ისიც, რომ გუნდი, რომელიც ბრაუზერის ვინდოუს ვერსიაზე მუშაობდა, Chrome-ის, Facebook-ისა და Swift on Windows-ის წამყვანი სპეციალისტებისგან შედგებოდა. თუმცა მათი წელიც საკმაოდ დატვირთული იყო. ჯერ კიდევ აპრილში iPhone-ისთვის აპლიკაცია გამოუშვეს, მაისში უკვე ამას ახალი ხელსაწყო დაემატა, რომელიც ვებგვერდებს შორის გადასვლას გაამარტივებდა, ხოლო ოქტომბერში AI ფუნქციებიც ვიხილეთ…

East Point X Mastercard-ის საახალწლო გათამაშება-ვიქტორინა იწყება

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „რამდენჯერაც კომფორტის ზონას დავაღწიე თავი, იმდენჯერ გადავდგი ნაბიჯი წარმატებისკენ“ – ქეთი პაპავა