in

2021 წელს, Arcelik და Hitachi ერთობლივ საწარმოს ააშენებენ

ეს ნაბიჯი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონკურენტულ ბაზარზე, ძლიერ მოთამაშეს შემოიყვანს

თურქულ საერთაშორისო საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ კომპანია Arcelik-სა (იგივე Beko) და იაპონურ კონგლომერატ Hitachi GLS-ის შორის, ახალი საწარმოს შექმნის მიზნით, წილის შეძენის ხელშეკრულება გაფორმდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონკურენტულ ბაზარზე, ძლიერ მოთამაშეს შემოიყვანს.
Arcelik მსოფლიოს 145 ქვეყანას სთავაზობს თავის პროდუქციას და 12 სახელწოდების ბრენდს. მათ შორის არის Beko, რომელსაც ქართველი მომხმარებლი დიდი ხანია იცნობს. Hitachi GLS კი, საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფასა და მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

bog
bog-mob

შეთანხმების შედეგად, 2021 წლისთვის იგეგმება ახალი ერთობლივი საწარმოს შექმნა, რომელიც მოიცავს ჩინეთისა და ტაილანდის ორ საწარმოო ობიექტს, ასევე აზიის ათ სავაჭრო კომპანიას. აქ იწარმოება და გაიყიდება Hitachi-ის ბრენდირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ერთობლივი საწარმო გააფართოებს Hitachi-ის ბრენდირებული პროდუქციის გაყიდვებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, გარდა იაპონიისა.

ხელშეკრულების თანახმად, Arcelik საწარმოს 60% წილის მფლობელი გახდება.
კომპანიების მრავალწლიანი გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, მომავალში საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ Arcelik-იც და Hitachi-იც ენერგოეფექტური წარმოებით არიან დაინტერესებული და ეს მათი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

Arcelik-ისა და Hitachi-ის ქართული წარმომადგენლობები, შეთანხმებას დადებითად ხვდებიან და იმედოვნებენ, რომ ორი უდიდესი კომპანიის პარტნიორობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

 

[R]

რა შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის მოლოდინებსა და გამოცდილებაში

ვოლფსბურგი – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც მენეჯმენტის ინოვაციურ სისტემა OKR-ს გამოიყენებს