in

„ლისი დეველოპმენტის“ პროექტები Archdaily.com-ზე მოხვდა

Archdaily.com-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც დეველოპერებისა და არქიტექტორების ოპტიმალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზეა საუბარი, „ლისი დეველოპმენტის“ პროექტებია განხილული. საუბარია Green Town-ის პროექტზე, რომელიც რამდენიმე არქიტექტურულ გადაწყვეტას აერთიანებს, მათ შორისაა ესპანელი პოსტმოდერნისტი არქიტექტორის რიკარდო ბოფილის და Un Studio-ს მიერ შესრულებული პროექტები.

BOG
BOG

არქიტექტორები და დეველოპერები ხშირად ვერ თანხმდებიან, რადგან ერთნი ოცნების სივრცეების მოწყობისკენ მიისწრაფიან, მეორენი კი საბაზისო და დღეისთვის აქტუალური საჭიროებების დაკმაყოფილებას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. სტატიაში „ლისის“ პროექტები განხილულია შემთხვევად, როცა ეს უთანხმოება გარკვეულ ოპტიმალურ შედეგებამდე მიდის.

„დეველოპერი, რომელიც ცივილურად იქცევა“ – ასე შეაფასა არქიტექტორმა გაგა კიკნაძემ „ლისი დეველოპმენტის“ შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, ჩვენთან საუბრისას. შეიძლება ითქვას, რომ Archdaily.com-ის სტატია ამ აზრს აგრძელებს და ამყარებს. კლიმატის ცვლილებებიდან და სხვა ურბანული ფაქტორებიდან გამომდინარე, საჭიროა ეს ორი სფერო – არქიტექტურა და დეველოპმენტი კონსენსუსამდე მიდიოდეს და ეკოეფექტურ გადაწყვეტებს სთავაზობდეს თანამედროვე მომხმარებელს. „ლისი დეველოპმენტი“ სწორედ ამ კონსენსუსისა და ეკომეგობრული გადაწყვეტის მაგალითია, სადაც სივრცის მხოლოდ 20% ეთმობა განაშენიანებას, ხოლო 80 – გამწვანებას.

[R]

საბურთალოზე, სითი მოლში მაკდონალდსის რესტორანი და მაკკაფე გაიხსნა

როგორ იყენებენ ეკზოჩონჩხებს იაპონიაში, ფიზიკური მუშაობისას